რო­მე­ლი შეც­დო­მის გა­მოს­წო­რე­ბას აპი­რებს ლა­შა ღლონ­ტი და სად ნა­ხა ალ პა­ჩი­ნო

რო­მე­ლი შეც­დო­მის გა­მოს­წო­რე­ბას აპი­რებს ლა­შა ღლონ­ტი და სად ნა­ხა ალ პა­ჩი­ნო

მომ­ღე­რა­ლი და ექი­მი ლა­შა ღლონ­ტი მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო ბევრს მოგ­ზა­უ­რობს, სხვა­დას­ხ­ვა ქვე­ყა­ნა­ში გან­ც­დილ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს გვი­ზი­ა­რებს და სხვა სა­ინ­ტე­რე­სო თე­მებ­ზეც გვე­სა­უბ­რე­ბა.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ნატ­რე­ბუ­ლი ემიგ­რან­ტე­ბი აშშ-ში და გაქ­რის­ტი­ა­ნე­ბუ­ლი იან­კე­ბი

- მოგ­ზა­უ­რო­ბა ძა­ლი­ან მიყ­ვარს და უამ­რავ ქვე­ყა­ნა­ში ვარ ნამ­ყო­ფი, ზო­გან - არა­ერ­თხე­ლაც. სულ ცო­ტა ხნის წინ, მე და და­თო არ­ჩ­ვა­ძე აშშ-ში გახ­ლ­დით. ამ­ჯე­რად ახა­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია შე­იქ­მ­ნა - "ხმა სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან", რომ­ლის მი­ზა­ნია იმ ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მიწ­ვე­ვა, რომ­ლე­ბიც ჩვენს ემიგ­რან­ტებს ენატ­რე­ბათ და უცხო­ე­ლებ­საც მოს­წონთ. ეს კო­მერ­ცი­უ­ლი პრო­ექ­ტი არ არის, ასე ვთქვათ, მა­მუ­ლიშ­ვი­ლუ­რი საქ­მე უფ­როა. იქა­უ­რი ქარ­თ­ვე­ლე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვა იყო და ყვე­ლა­ნა­ი­რი ხარ­ჯი მათ და­ფა­რეს. ნიუ-ჯერ­სი­ში ძა­ლი­ან კარ­გი კონ­ცერ­ტი ჩა­ტარ­და და მა­თი სიყ­ვა­რუ­ლი ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რის მი­მართ იმ­დე­ნად დი­დია, რომ მი­უ­ხე­და­ვად სა­ში­ნე­ლი სი­ცი­ვი­სა, რაც იმ დროს და­ემ­თხ­ვა, აშშ-ის სხვა­დას­ხ­ვა რე­გი­ო­ნი­დან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ჩა­მო­ვი­და. ად­რე, აშშ-ში მე და ნა­ტო გე­ლაშ­ვი­ლიც ვი­ყა­ვით, ასე­ვე, მე და მურ­მან ჯი­ნო­რია. სხვა­თა შო­რის, ფი­ლა­დელ­ფი­ა­ში ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სიაა, რო­მელ­საც თა­ვი­სი წი­ნამ­ძღ­ვა­რი ჰყავს - მა­მა სა­ბა ინ­წ­კირ­ვე­ლი და იგი შე­სა­ნიშ­ნავ საქ­მეს აკე­თებს, იქა­ურ ქარ­თ­ვე­ლო­ბას კრებს და ახა­ლი ტაძ­რის მშე­ნებ­ლო­ბის­თ­ვის მი­წაც შე­ი­ძი­ნეს. პენ­სილ­ვა­ნი­ა­ში მო­ნას­ტე­რია, სა­დაც ქარ­თ­ვე­ლე­ბი მოღ­ვა­წე­ო­ბენ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, აშშ წე­სე­ბი­სა და კა­ნო­ნე­ბის ქვე­ყა­ნაა და ღა­მის 12 სა­ა­თის შემ­დეგ, ხმა­უ­რი არ შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ ის ამე­რი­კე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ქარ­თ­ვე­ლე­ბის გარ­შე­მო ცხოვ­რო­ბენ, უკ­ვე ქარ­თულ ყა­ი­და­ზე არი­ან გად­მო­სუ­ლე­ბი (ი­ცი­ნის). ბევ­რი მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლუ­რა­დაც მო­ი­ნათ­ლა და ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ტუ­ა­ციაა.

ამე­რი­კუ­ლი ქა­ლა­ქე­ბის ხიბ­ლი

- ნიუ-იორ­კი მსოფ­ლი­ოს ცენ­ტ­რია და პირ­ვე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რა თქმა უნ­და, მძაფ­რი იყო, შო­კის მომ­გ­ვ­რე­ლი. ფი­ლა­დელ­ფია უფ­რო წყნა­რი ქა­ლა­ქია, მცე­ნა­რე­ებ­ში ჩაფ­ლუ­ლი, რად­გან ად­რე ტყე იყო, ქა­ლა­ქი მე­რე გა­ა­შე­ნეს და შე­იძ­ლე­ბა, სად­მე ირემს ან შველ­საც კი წა­აწყ­დე. იქ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად კარ­გი ხალ­ხი ცხოვ­რობს. ვა­შინ­გ­ტო­ნი უფ­რო ევ­რო­პუ­ლი სტი­ლის ქა­ლა­ქია, სა­ოც­რად ყუ­რადღე­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი ცხოვ­რო­ბენ, კონ­ცერ­ტის მე­რე აუცი­ლებ­ლად და­გე­ლო­დე­ბი­ან, ოღონდ სად­მე წა­გიყ­ვა­ნონ და პა­ტი­ვი გცენ. სხვა­თა შო­რის, ჩვე­ნი ყვე­ლა სიმ­ღე­რა ზე­პი­რად იცოდ­ნენ, ყვე­ლა არ­ხ­ზე მი­უწ­ვ­დე­ბათ ხე­ლი და ყვე­ლა­ფე­რი იცი­ან, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში რა ხდე­ბა.

პრაგ­მა­ტუ­ლი ამე­რი­კე­ლე­ბი და უავ­ტო­რი­ტე­ტო წა­მალ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი

- ად­რე, "წი­თელ ჯვარ­თან" ვთა­ნამ­შ­რომ­ლობ­დი. 2003 წლამ­დე, სას­ჯე­ლაღ­ს­რუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის კონ­ტ­რო­ლის კუთხით, კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში მი­წევ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და ბევრ ქვე­ყა­ნა­ში და კარგ სას­ტუმ­რო­ებ­ში ვჩერ­დე­ბო­დი. თუმ­ცა, ყო­ველ­თ­ვის უფ­რო მა­ინ­ტე­რე­სებ­და, უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი რო­გორ ცხოვ­რობ­დ­ნენ. ახ­ლა რომ ჩა­ვე­დით, სას­ტუმ­რო­ში არ წა­ვე­დით, ერთ-ერთ ოჯახ­ში ვი­ყა­ვით და მინ­და გითხ­რათ, რომ გა­ცი­ლე­ბით უკეთ ცხოვ­რო­ბენ, ვიდ­რე სას­ტუმ­რო­ებ­ში. მა­გა­ლი­თად, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ერ­თო­თა­ხი­ან ბი­ნა­ში რომ ცხოვ­რო­ბენ და ვერ ეტე­ვი­ან, იქ ამ ფარ­თობ­ში შე­იძ­ლე­ბა ისე კომ­პაქ­ტუ­რად გან­ლაგ­დ­ნენ, ვერ წარ­მო­იდ­გენთ. ჩვენ­თან, კარ­გი მან­ქა­ნა რომ გყავს და თა­ვი კარ­გი ტი­პი გგო­ნია, იქ პი­რი­ქით, უბ­რა­ლო მოხ­მა­რე­ბის სა­გა­ნია და მე­ტი არა­ფე­რი. ძი­რი­თა­დად, ადა­მი­ან­ზე, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა­ზე არი­ან ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი და ოჯა­ხურ ტრა­დი­ცი­ებ­საც მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ანი­ჭე­ბენ. ნარ­კო­მა­ნი ჩვენ­თან "კაი ბი­ჭად" რომ ით­ვ­ლე­ბო­და, იქ ავად­მ­ყო­ფად მი­იჩ­ნე­ვენ. რო­გორც "ბომჟს", ისე უყუ­რე­ბენ და ეხ­მა­რე­ბი­ან. არ და­მა­ვიწყ­დე­ბა, ამ­ს­ტერ­დამ­ში ერთ ეკ­ლე­სი­ა­ში მა­მა ჰან­სი იყო, რო­მე­ლიც უფა­სოდ ნარ­კო­ტიკს არი­გებ­და და გა­მიკ­ვირ­და. ეს, შე­იძ­ლე­ბა მკრე­ხე­ლო­ბაა მა­მა­ოს მხრი­დან, მაგ­რამ ამა­ში მიდ­გო­მა ჩან­და. ასე­თი ადა­მი­ა­ნი იქ სა­ხელ­გა­ტე­ხი­ლად ით­ვ­ლე­ბა, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბი­დან გა­რი­ყუ­ლი არ არის. უბ­რა­ლოდ, ავ­ტო­რი­ტე­ტი არა აქვს.

ევ­რო­პა და კომ­ფორ­ტი

- ახ­ლა­ხან, მე, ჩე­მი მე­უღ­ლე და ქა­ლიშ­ვი­ლი ბარ­სე­ლო­ნა­ში, "ბარ­სა"-"რე­ა­ლის" თა­მაშ­ზე ვი­ყა­ვით. სა­ინ­ტე­რე­სო ქა­ლა­ქია, ზღაპ­რუ­ლი ხე­დე­ბია. იქ სა­ო­ცა­რი საგ­რა­დას ტა­ძა­რია. ასე­თი რამ არ მი­ნა­ხავს. რო­ცა უშუ­ა­ლოდ ქა­ლა­ქის ში­და ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ხარ, ვერც იფიქ­რებ, რომ ეს ზღვის­პი­რა ქა­ლა­ქია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბევრ ქვე­ყა­ნა­ში ვარ ნამ­ყო­ფი, პრა­ღა ჩემ­თ­ვის სა­ოც­ნე­ბო ქა­ლა­ქია. გან­სა­კუთ­რე­ბით მი­სი ერ­თი ქუ­ჩა მომ­წონს, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად გა­და­კე­ტი­ლია და ახა­ლი ლუ­დი­სა და ცხე­ლი სო­სი­სის მირ­თ­მე­ვა ნე­ბის­მი­ერ დროს შე­გიძ­ლია. სა­ერ­თოდ, კომ­ფორ­ტის მოყ­ვა­რუ­ლი ვარ, ამი­ტომ ეგ­ზო­ტი­კურ ქვეყ­ნებ­ში ნაკ­ლე­ბად დავ­დი­ვარ, არ მხიბ­ლავს. რო­გო­რია, თავ­ზე ხვლი­კი, მო­რი­ე­ლი ან ობო­ბა რომ გა­და­გივ­ლის? მე უფ­რო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბი მირ­ჩევ­ნია. ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა კა­ნი და ნი­ცა.

სტამ­ბო­ლი და ნიუ-იორ­კი

- თურ­ქეთ­ში ზაფხუ­ლო­ბით ვის­ვე­ნებ და იქა­უ­რო­ბა ძა­ლი­ან მომ­წონს, გან­სა­კუთ­რე­ბით - სტამ­ბო­ლი, რად­გან ევ­რო­პუ­ლი ნა­წი­ლიც აქვს და აზი­უ­რიც. სტამ­ბოლ­ში ერ­თი სას­ტუმ­როა, რომ­ლის ხე­დი მთელ ბოს­ფორს გა­დაჰ­ყუ­რებს და ისე­თი სი­ლა­მა­ზეა, ალ­ბათ, მხო­ლოდ იმას თუ შე­ედ­რე­ბა, ნიუ-იორ­კის Empire State Building-ზე რომ ვი­ყა­ვი და მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს მთელ ქა­ლაქს ვუ­ყუ­რებ­დი. შო­კი იყო. ღა­მით სა­ოც­რად შთამ­ბეჭ­და­ვია.

უცხო­უ­რი კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი

- ხომ იცით ქარ­თ­ვე­ლე­ბის ამ­ბა­ვი, ჩა­დი­ხარ, ყვე­ლა თა­ვის­თან გე­პა­ტი­ჟე­ბა, თუ ოჯახ­თან ერ­თად ხარ, შო­პინგს ვერ ას­ც­დე­ბი და ა.შ. თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, რა­ღა­ცე­ბის ნახ­ვას მა­ინც ვა­ხერ­ხებ ხოლ­მე. ჩე­მი ყვე­ლა­ზე დი­დი მიღ­წე­ვა ის იყო, რომ მან­ჰე­ტენ­ზე სპექ­ტაკლს და­ვეს­წა­რი, ალ პა­ჩი­ნოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. ეს ჩემ­თ­ვის აუხ­დე­ნე­ლი ოც­ნე­ბა იყო. იმ პა­ტა­რა დარ­ბაზ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 150 ადა­მი­ა­ნი ეტე­ვა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ალ პა­ჩი­ნო იმ წარ­მოდ­გე­ნა­ში ჰო­ნო­რარს არ იღებს. უბ­რა­ლოდ, მოთხოვ­ნი­ლე­ბა აქვს, რომ სცე­ნა­ზე ითა­მა­შოს და თა­მა­შობს. სხვა­გან სა­დაც დავ­დი­ო­დი, მე თვი­თონ მქონ­და კონ­ცერ­ტე­ბი და სხვე­ბის კონ­ცერ­ტებ­ზე წას­ვ­ლას ვერ ვა­ხერ­ხებ­დი (ი­ცი­ნის).

სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის პუბ­ლი­კა

- ევ­რო­პე­ლი პუბ­ლი­კა ერ­თ­მა­ნეთს ჰგავს, აშშ-ში კი ქარ­თულ სათ­ვის­ტო­მოს­თან გვქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა. სა­ერ­თოდ, მი­მაჩ­ნია, რომ ყვე­ლა­ზე კრი­ტი­კუ­ლი და ყვე­ლა­ზე რთუ­ლი მა­ინც ქარ­თუ­ლი პუბ­ლი­კაა. თუ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში კონ­ცერ­ტ­ზე გა­მოხ­ვე­დი და ტა­ში და­გიკ­რეს, ჩათ­ვა­ლე, რომ ყველ­გან და­გიკ­რა­ვენ. გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი მსმე­ნე­ლია. თბი­ლის­ში არის სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მე­ლიც კარგ მუ­სი­კას უს­მენს, მაგ­რამ ევ­რო­პა­ში უფ­რო წყნარ მუ­სი­კას ანი­ჭე­ბენ უპი­რა­ტე­სო­ბას, რეს­ტო­რან­შიც რომ შეხ­ვალ, ბო­ლო ხმა­ზე არ მღე­რი­ან. უცხო­ეთ­შიც ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბას თა­ვი­სი მსმე­ნე­ლი ჰყავს, რა თქმა უნ­და, მაგ­რამ რაც უფ­რო მშვი­დი, ჩუ­მი და გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი ნო­ტი გაქვს, უფ­რო კულ­ტუ­რულ მომ­ღერ­ლად ით­ვ­ლე­ბი და უფ­რო ფა­სობ. კარ­გია, რომ ეს კულ­ტუ­რა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში­ცაა, უბ­რა­ლოდ, ასეთ მუ­სი­კას ცო­ტა სხვაგ­ვა­რი პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია, სხვა­ნა­ი­რი კონ­ცერ­ტე­ბის ჩა­ტა­რე­ბა სჭირ­დე­ბა.

ძი­რი­თა­დი საქ­მი­ა­ნო­ბა და ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში ერ­თა­დერ­თი 3D აპარატი სიმ­სივ­ნის გა­მო­საკ­ვ­ლე­ვად

- მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სიმ­ღე­რა არ არის ჩე­მი ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბა და შე­მო­სავ­ლის წყა­რო. ასო­ცი­ა­ცი­ის - "ბიზ­ნე­სი კი­ბოს წი­ნა­აღ­მ­დეგ" პრე­ზი­დენ­ტი ვარ, ასე­ვე, კი­ბოს კვლე­ვის ცენ­ტ­რის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი და მარ­კე­ტინ­გუ­ლი კომ­პა­ნი­ის ერთ-ერ­თი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი. სხვა­თა შო­რის, ახ­ლა შე­ვი­ძი­ნეთ ძუ­ძუს კვლე­ვის მე­სა­მე დი­მენ­ზი­ის (3D) აპა­რა­ტი, რომ­ლი­თაც მრა­ვალ­შ­რე­ობ­რი­ვი გა­მოკ­ვ­ლე­ვა ხდე­ბა. ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში ერ­თა­დერ­თია და ძა­ლი­ან დი­დი რი­გე­ბია, რად­გან სიმ­სივ­ნე­ე­ბის რიცხ­ვ­მა საკ­მა­ოდ იმა­ტა. ჩვენ­თან სხვა სა­ხე­ო­ბის სიმ­სივ­ნე­ე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­კაც ხდე­ბა. მე­სა­მე სტა­დი­ა­შიც კი შე­იძ­ლე­ბა არ იყოს სიმ­პ­ტო­მე­ბი, ამი­ტომ ნა­ად­რე­ვი კვლე­ვა და პრო­ფი­ლაქ­ტი­კა შე­დე­გის მომ­ტა­ნია.

ჰო­ბი და შე­მოქ­მე­დე­ბა

- მარ­თა­ლია, სიმ­ღე­რა ჩე­მი ცხოვ­რე­ბის აზ­რია, მაგ­რამ ახა­ლი სიმ­ღე­რე­ბი მარ­ტი­ვად არ იქ­მ­ნე­ბა. ძნე­ლია, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სიმ­ღე­რა და­წე­რო, რად­გან ეს რე­ზო ლა­ღი­ძის, ჯა­ნო კა­ხი­ძის, გია ყან­ჩე­ლის, მა­რი­კა კვა­ლი­აშ­ვი­ლის, მა­ცა­ცო სე­ბის­კ­ვე­რა­ძის სამ­შობ­ლოა. ბევ­რია ნა­ფიქ­რი, თუ რო­გორ გამ­ხ­და­რი­ყო ესა თუ ის სიმ­ღე­რა პო­პუ­ლა­რუ­ლი. ბო­ლოს ძა­ლი­ან კარ­გი, უბ­რა­ლო და მარ­ტი­ვი სიმ­ღე­რა ჩავ­წე­რე, სიყ­ვა­რულ­ზე. და­ვი­ფი­ცე, ამ თე­მა­ზე სიმ­ღე­რებს არ ჩავ­წერ-მეთ­ქი, მაგ­რამ ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნის - კო­ბა ხუ­ციშ­ვი­ლის სიმ­ღე­რა ჩავ­წე­რე. კო­ბა ად­რე გარ­და­იც­ვა­ლა და სიმ­ღე­რა მის­მა მე­გობ­რებ­მა მო­მი­ტა­ნეს. ის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კომ­პო­ზი­ტო­რი არ იყო, თუმ­ცა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მუ­სი­კო­სი კი გახ­ლ­დათ. პრე­მი­ე­რა ერთ-ერთ სა­ტე­ლე­ვი­ზიო შო­უ­ში იყო და ხალხს მო­ე­წო­ნა.

"სა­ქარ­თ­ვე­ლოო, ლა­მა­ზო"

- მოგ­ზა­უ­რო­ბა ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მაგ­რამ ჩემ­თ­ვის მა­ინც სა­ქარ­თ­ვე­ლოა პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი, ამა­ზე მა­გარ დროს ვერ­სად ვა­ტა­რებ და სხვა­გან ვერ ვიცხოვ­რებ­დი. ჩემ­და სა­მარ­ცხ­ვი­ნოდ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ერ­თა­დერ­თი კუთხე სვა­ნე­თია, სა­დაც ნამ­ყო­ფი არ ვარ და ამ შეც­დო­მას აუცი­ლებ­ლად გა­მო­ვას­წო­რებ. ზე­მო აჭა­რა და ახალ­ცი­ხის რა­ი­ო­ნი მიყ­ვარს. გან­სა­კუთ­რე­ბით, - იქი­დან მო­მა­ვა­ლი გზა, ზარ­ზ­მის ხე­ო­ბას რომ უყუ­რებ, მსოფ­ლი­ო­ში ალ­ბათ ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზია. ასე­ვეა, გუ­რია, სა­მეგ­რე­ლო, კა­ხე­თი; სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ბევ­რი ლა­მა­ზი და აღი­ა­რე­ბუ­ლი ად­გი­ლია და ჩე­მი ქე­ბა არ სჭირ­დე­ბა.

თამ­თა და­დე­შე­ლი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება