როდის დასრულდება ''ჩემი ცოლის დაქალები'' - ''ისევ ორ ოჯახს შუა ვიხლიჩები''

როდის დასრულდება ''ჩემი ცოლის დაქალები'' - ''ისევ ორ ოჯახს შუა ვიხლიჩები''

დიდი შვებულების შემდეგ ''ჩემი ცოლის დაქალები'' ეკრანზე დაბრუნდა და მონატრებული მაყურებელიც ახალ სერიებს ჩაუჯდა. ახალ სეზონზე გამოჩნდნენ ახალი პერსონაჟები, დაბრუნდნენ რეჟისორზე განაწყენებული ძველი მსახიობები, მაგალითად, ზუზუ ბეჟაშვილი, წინასწარ გაკეთებული განცხადებებიც, რომ ''ბაბულიკები'' სერიალში აღარ იქნებიან, ჯერ ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. უცვლელია სერიალის მთავარი გმირი, უკვე 5 შვილის მამა დათო. ლევან ყოჩიაშვილთან ინტერვიუ შვებულებაზე საუბრით დავიწყეთ.

- ლევან, საკმაოდ დიდი დასვენება გამოგივიდა, როგორ გაატარე ზამთრის შვებულება?

- 4 დღე ბაკურიანში ვიყავი. დანარჩენი დრო თითქმის მთლიანად კახეთში, ჩემთან, დედოფლისწყაროში გავატარე.

- დედოფლისწყაროდან არის ჩვენი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილიც. ხომ არ იცნობ მას, მის ოჯახს?

- ირაკლი ჩემზე პატარაა. ერთ სკოლაში დავდიოდით. ჩემი უმცროსი ძმის ხელაა ზუსტად. პატარა რაიონია და იქ ყველა ერთმანეთს იცნობს. ვიცნობ მასაც და მის ოჯახსაც.

- მას მერე, რაც პრემიერ-მინისტრი გახდა, თუ შეხვედრიხართ ერთმანეთს?

- არა, მას მერე არ შევხვედრივარ. რაიონში თუ ვხედავდი ისე, შორიდან.

- ნადირობა გიყვარს, ვიცი...

- ჰო, დედოფლისწყაროს გარშემო ველი აკრავს და ბევრი სანადირო ადგილია. უბრალოდ, ახლა უამრავი აკრძალვაა და ნადირობა ისეთი სასიამოვნო აღარ არის. მხოლოდ იხვის მონადირება შეგიძლია. მეგობრებთან ერთად დავდივარ ხოლმე, ჩემი რაიონის ბიჭებთან, მონადირეებთან ერთად.

- რა მოინადირეთ?

- დიდი შეზღუდვებია. მხოლოდ გადამფრენ ფრინველზე შეიძლება ნადირობა და ეს ძალიან რთულია. სპეციალური მომზადება სჭირდება.

- ძაღლი გყავს?

- კი, ლაბრადორი მყავს, მაგრამ ჩვენი ძაღლი არ ნადირობს.

- რატომ?

- გაწვრთნის ასაკი გადაუცდა, ვერ გავზარდეთ. ბასტი უკვე სამი წლისაა, დაგვიანებულია, მისგან არაფერი გამოვა.

- აღარც სანადიროდ დაგყავთ?

- არა, ეზარება (იცინის). მოვუკალით ნადირობის ინსტინქტი. 5-6 თვიდან უნდა დაიწყო ძაღლის გაწვრთნა ამ მხრივ.

- ძაღლს სანადიროდ წასვლა ეზარებოდეს, პირველად გავიგე. ვიცი, რომ ლაბრადორები კარგი მონადირეები არიან.

- ჰო, 300-ზე მეტ სუნს არჩევს ერთმანეთისგან. სამართალდამცველები საზღვრებზე ამ ჯიშს იყენებენ.

- ბასტი ოჯახში ახლა რა ფუნქციას ასრულებს?

- რა ვიცი, მშვიდია, ვუყვარვართ, გვცნობს, ერთგულია.

- ლევან, ერთხელ გადაცემა ''პროფილში'' აღნიშნე, რომ შენი ცხოვრება სერიალის გმირის, დათოს ცხოვრებას დაემსგავსა. ვიცი, რომ შენ და მარინა გარკვეული პერიოდი ცალ-ცალკე ცხოვრობდით. რას გულისხმობდი მაშინ, ქალმა გააფუჭა თქვენი ურთიერთობა?

- არა. მესამე და მეოთხე ჩვენს ურთიერთობაში არ ჩარეულა. დაემსგავსა იმ კუთხით, რომ ოჯახში უთანხმოება გვქონდა. ეს ამბავი ოთხ თვეს გაგრძელდა. მარინა მშობლებთან იყო წასული. ცოლ-ქმარი ხომ ჩხუბობს ხოლმე. ეს იყო სულ, მეტი არაფერი.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება