ლავროვი - უკრაინასთან დაკავშირებით ამერიკელების შეთავაზება რუსეთს არ აწყობს

ლავროვი - უკრაინასთან დაკავშირებით ამერიკელების შეთავაზება რუსეთს არ აწყობს

უკრაინასთან დაკავშირებით ამერიკელი პარტნიორების შეთავაზება რუსეთს არ აწყობს, რადგან მათი განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის, თითქოს, კონფლიქტი არსებობს. "ინტერფაქსის" ცნობით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

"გასულ პარასკევს ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ქაღალდი გადმომცა, რომელშიც ვნახეთ ის კონცეფცია, რომელიც ჩვენ არ გვაწყობს, რადგან ფორმულირებულია იმ ფარგლებში, რომლის თანახმადაც, თითქოს რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტი არსებობს", - განუცხადა ლავროვმა ვლადიმერ პუტინს, რომელთანაც დღეს სამუშაო შეხვედრა გამართა.

გარდა ამისა, მინისტრმა პრეზიდენტს უთხრა, რომ რუსეთის უშიშროების საბჭომ ამერიკელი პარტნიორების კონცეფციის საპასუხო წინადადებები მოამზადა უკრაინასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ეს წინადადებები იმაში მდგომარეობს, რომ "სიტუაცია წარიმართოს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში ყველა უკრაინელის ჩართვით და იმის გათვალისწინებითაც, რომ ქვეყანაში ღრმა სახელმწიფოებრივი კრიზისია".

ვლადიმერ პუტინმა საგარეო საქმეთა მინისტრს შესთავაზა, "აღნიშნული პრობლემის ყველა გარემოების დეტალურად შესწავლა მოხდეს".

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა