ვიქტორ იანუკოვიჩი - ცოცხალი ვარ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ თავს კარგად ვგრძნობ

ვიქტორ იანუკოვიჩი - ცოცხალი ვარ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ თავს კარგად ვგრძნობ

მე ცოცხალი ვარ, მაგრამ უკიდურესი შეშფოთების გარეშე ვერ ვუყურებ იმას, რაც უკრაინაში ხდება. განაცხადა უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა როსტოვში, სიტყვით გამოსვლისას.

"რამდენადაც უკრაინაში ვრცელდება ყველანაირი ხმები ჩემს შესახებ, მინდა ვთქვა, რომ ცოცხალი ვარ. მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ თავს კარგად ვგრძნობ, რადგან უკიდურესი შეშფოთების გარეშე ვერ ვუყურებ იმას, რაც უკრაინაში ხდება", - აღნიშნა ვიქტორ იანუკოვიჩმა.

ამასთან, უკრაინის ექსპრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში ულტრანაციონალისტებისა და ნეოფაშისტების ბანდები მოქმედებენ, რომლებიც უკვე პრეზიდენტის პოსტზეც აცხადებენ სურვილს.

"თითქოსდა კანონიერი ხელისუფლების შირმის უკან, ქვეყანაში ულტრანაციონალისტებისა და ნეოფაშისტების ბანდები მოქმედებენ, რომლებიც უკვე პრეზიდენტის პოსტზეც გამოთქვამენ სურვილს. ისინი ძალადობრივად იკავებენ თვითმმართველობის ორგანოებს, ათავისუფლებენ მილიციისა და უსაფრთხოების ხელმძღვანელობას არა მხოლოდ კიევის ცენტრში, არამედ სხვა ოლქებშიც. ქალაქებში პატრულირებენ ნიღბიანი ადამიანები, სუფევს განუკითხაობა უკრაინის მოქალაქეების მიმართ, ათავისუფლებენ მაღალი რანგის ოფიცრებს, ვისაც არ უნდა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოსვლა. მათ სურთ სამოქალაქო ომის გაჩაღება, "ბოევიკების" შეიარაღებული ძალების ნაციონალურ ორგანიზაციებში ჩართვა და მათთვის იარაღის მიცემა უნდათ.

მინდა, ვკითხო ამ შავბნელი ძალების მფარველებს დასავლეთში – თქვენ რა დაბრმავდით, მეხსიერება დაკარგეთ, დაგავიწყდათ, რა არის ფაშიზმი? მაგრამ დარწმუნებული ვარ, ევროპული სახელმწიფოების მინისტრებისგან განსხვავებით, რომელთაც ხელი მოაწერეს დოკუმენტებს არა ჩემს, არამედ უკრაინაში სამოქალაქო მშვიდობის გარანტიაზე და შემდეგ ფეხქვეშ გათელეს ეს დოკუმენტი, განსხვავებით მათგან, ვინც მაიდანზე ისროდა, უკრაინელმა ოფიცრებმა და სამხედროებმა იციან თქვენი ფასი და არ შეასრულებენ თქვენს დანაშაულებრივ ბრძანებებს", - აღნიშნა ვიქტორ იანუკოვიჩმა.

ამასთან, უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ რჩება უკრაინის ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად და უმაღლეს მთავარსარდლად. მისივე თქმით, მას არ შეუწყვეტია თავისი უფლებამოსილებები.

"კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ არა მხოლოდ ვრჩები უკრაინის ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად, არამედ უმაღლეს მთავარსარდლადაც. მე არ შემიწყვეტია ჩემი უფლებამოსილებები ვადამდე. ცოცხალი ვარ, არავის ჩამოვუშორებივარ უფლებამოსილებისთვის უკრაინის კონსტიტუციის გათვალისწინებით. აშშ-სა და სხვა ქვეყნებში ამტკიცებენ, რომ როგორც პრეზიდენტმა დავკარგე ლეგიტიმურობა, რადგან ქვეყნიდან გავიქეცი. მაგრამ ვიმეორებ, რომ არსად გავქცეულვარ", - განაცხადა ვიქტორ იანუკოვიჩმა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა