"თუ კონკურენტი არხიდან ვიღაც უარყოფით შეფასებას დაწერს, ტრაგედია არ არის" - ნოე სულაბერიძის პირველი კომენტარი

"თუ კონკურენტი არხიდან ვიღაც უარყოფით შეფასებას დაწერს, ტრაგედია არ არის" - ნოე სულაბერიძის პირველი კომენტარი

მეგაშოუ "ორი ვარსკვლავი" "იმედის" ეთერში გავიდა. ფაქტია, რომ ტელევიზორებს უამრავი ადამიანი მიეჯაჭვა, მაგრამ ცოტა ხანში სოციალურ ქსელში გარკვეული ჯგუფის უარყოფითი შეფასებებიც გაჩნდა. ძირითადად პრეტენზიას იმის თაობაზე გამოთქვამდნენ, კონკურსანტები ვერ მღერიანო... დიდი დისკუსია გაიმართა.

"ამბები.გე" პროექტის გენერალურ პროდიუსერს, ნოე სულაბერიეს დაუკავშირდა.

- მგონი, შენზე და შენს პროექტზე დიდი თავდასხმაა...

- რაღაც ვერ ვატყობ, რომ თავდასხმაა. უბრალოდ, აჟიოტაჟი გამოიწვია და ამ პროექტის დანიშნულებაც ეს არის! რაც შეეხება ადამიანების ექსპერტულ მოსაზრებებს, - ვინ მღერის და ვინ - არა, გეტყვით, რომ ეს არის შოუ და აქ პლასიდო დომინგოს გამოსვლას, ალბათ, არც არავინ ელოდა. ფორმატის თანახმად, შეიძლება ადამიანს სმენა საერთოდ არ ჰქონდეს, მაგრამ პროექტში მონაწილეობდეს. იმ შეფასებების ავტორებს, რაც გუშინ გარკვეული წრისგან წამოვიდა, ვეტყვი, რომ ეს გასართობი შოუა და არა გამოკვეთილად ვოკალური კონკურსი... თუმცა კომენტარებიდან რასაც ვკითხულობ, უფრო დადებითი შეფასებებია. თუ კონკურენტი არხიდან ვიღაც რაღაცას დაწერს, გასაკვირი არ არის და ამაზე არ ვღიზიანდები.

- გგონია, რომ ის კომენტარები მხოლოდ კონკურენტი არხის წარმომადგენლებს ეკუთვნით?

- შეიძლება ყველა არა, მაგრამ იქიდან თუ ვიმე რამეს დაწერს, ტრაგედია არ არის. თუმცა შეურცხმყოფილი არაფერი წამიკითხვას, იქ ცოტა განაწყენებული სტატუსები იყო და იმ ადამინების მიერ მოწერილი, ვინც დღეს სატელევიზიო სივრცეში არაფერს აკეთებს. ვინც შეიძლება ჩვენზეც არის განაწყენებული, რომ რომელიღაც პროექტში მონაწილედ ან სხვა სტატუსით არ მოვიწვიეთ. ზოგი ძალიან სასაცილოდ წერს და მეც ასევე მივუკომენტარე. მოკლედ, საინტერესო იყო ამ ყველაფრის აღქმა.

- ამბობენ, რომ ხმის ბალანსი, რეჟისურა მოიკოჭლებდაო...

- ყველა ექსპერტი ნუ გახდება. ჩემთვის გადამწყვეტი ორი რამ არის - პირველი, რომ პროექტი სალაპარაკო გახდა, აჟიოტაჟი გამოიწვია და მეორე, დღეს მოსული მონაცემების მიხედვით, "ორი ვარსკვლავი"პირველ ადგილზეა - უზარმაზარი რეიტინგი ჰქონდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პროექტმა გაამართლა. მისია შესრულებულია!

- სხვათა შორის, ვიღაცებმა ისიც თქვეს, რომ ამ პროექტს აღარ ვუყურებო...

- სწორედ შემდეგ ორშაბათს "იმედის" არხზე მაგათ ველოდები...

- თვითონ ყველაფით კმაყოფილი ხარ?

- არა, პატარ-პატარა ხარვეზები ტექნიკური თვალსაზრისით იყო, რასაც გამოვასწორებთ...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება