ჰოლივუდის ვარსკვლავები, რომელთაც ჰომოსექსუალები სძულთ

ჰოლივუდის ვარსკვლავები, რომელთაც ჰომოსექსუალები სძულთ

რამდენიმე თვის წინ 77 წლის ცოცხალმა ლეგენდამ და უამრავი ქალის გულთამპყრობელმა, ფრანგმა მსახიობმა ალენ დელონმა France 2-ს გულახდილი ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა, რომ იყო გეი, ნიშნავს, ბუნების წინააღმდეგ წახვიდე. ის კატეგორიული წინააღმდეგია, რომ ჰომოსექსუალ წყვილებს შვილის აყვანის უფლება მისცენ.

"ჩვენ იმისთვის ვართ, რომ ქალები გვიყვარდეს, ვეარშიყოთ და არა კაცებს ვეფლირტავოთ. გეი ქორწინების წინააღმდეგ არ გამოვდივარ და არც არავის ვკიცხავ, მაგრამ ვფიქრობ, რომ მათ შვილის აყვანის უფლება არ უნდა ჰქონდეთ", - განაცხადა ვარსკვლავმა.

თუმცა, ალენ დელონი ერთადერთი ვარსკვლავი არაა, რომელიც არატრადიციული ორიენტაციის წარმომადგენლებს საჯაროდ აკრიტიკებს:

პერის ჰილტონი: ჰილტონმა შარშან ნიუ-იორკში ჰომოსექსუალებს "საზიზღრები" უწოდა. 15 წუთიანი ჩანაწერი დასავლურმა გამოცემებმა გაავრცელეს. "ისინი საზიზღრები არიან. ალბათ, ყველა მათგანს შიდსი აქვს. ძალიან შემეშინდებოდა გეი კაცი რომ ვიყო, შეიძლება შიდსით მოკვდე", - განაცხადა პერისმა. მეორე დღეს ჰილტონის განცხადებამ დიდი სკანდალი გამოიწვია. პერისმა განცხადების გამო ბოდიში საჯაროდ მოიხადა.

ემინემი: მართალია ემინემი ამტკიცებს, რომ ჰომოფობიით შეპყრობილი არ არის, მაგრამ მისი ერთ-ერთი ჰიტი - Slim Shady ჰომოსექსუალთა საწინააღმდეგო ტექსტს შეიცავს. მომღერალზე ხშირად წერდნენ, რომ სადავო და ზოგჯერ ჰომოფობიური შინაარსის ტექსტებს მღერის.

50 Cent: სკანდალში არაერთხელ გახვეულა კიდევ ერთი პოპულარული რეპერი 50 Cent. ის გეი ქორწინებაზე "ტვიტერში" დაწერილი პოსტის გამო გააკრიტიკეს, მაგრამ რეპერს დღემდე ამ სიტყვებისთვის ბოდიში არ მოუხდია.

მელ გიბსონი: სადაც მელ გიბსონია, იქ აუცილებლად გაჩნდება სკანდალი. თუმცა, ჯერ კიდევ 1991 წელს გიბსონი ჰომოფობიაში დაადანაშაულეს. ესპანურ გამოცემა EL Pais-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მსახიობი ჰომოსექსუალებზე საუბრობს. "ასეთი გარეგნობით, ვინ ფიქრობს, რომ გეი ვარ? არ ვაპირებ, ღირსება მივანიჭო ამ უწესრიგობის ნიშანს. ჰომოსექსუალს ვგავარ? მათსავით ვსაუბრობ? მათსავით ვმოძრაობ?", - განაცხადა გიბსონმა. 

დღემდე პაპარაცები და ჟურნალისტები მოუთმენლად ელიან ცნობას, რომ ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი დაქორწინდებიან და გრანდიოზულ ქორწილსაც გადაიხდიან. თუმცა, მათ განაცხადეს, რომ მხოლოდ მაშინ დაქორწინდებიან, როდესაც აშშ-ში ჰომოსექსუალთა ქორწინება დაკანონდება.

2012 წელს გავლენიანი გამოცემების მთავარი გვერდი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური მსახიობის, ბრედის დედის, ჯეინ პიტის განცხადებას დაეთმო. მაშინ, როდესაც ჯოლი და პიტი ჰომოსექსუალების უფლებების აქტიური დამცველები არიან, ანჯელინას სადედამთილომ განაცხადა, რომ ერთსქესიანი ქორწინების სასტიკი წინააღმდეგია და მისი ვაჟის დამოკიდებულებას არ ეთანხმება. აღმოჩნდა, რომ ანჯელინას სადედამთილოს მოსაზრებებს ჯოლის მამაც ემხრობა. ჰოლივუდის ვეტერანი მსახიობი ჯონ ვოიტი ანჯელინას იდეებს არ იზიარებს. "ჯეინი მართალია! ამ საქმეში წარმატებებს ვუსურვებ", - განაცხადა ჯონ ვოიტმა. სადედამთილოს განცხადებებით აღშფოთებულმა ანჯელინამ მას გაუნათლებელი უწოდა.

მომზადებულია hiphopwired.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება