რუსეთის გენერალური რეპეტიცია ომის წინ

რუსეთის გენერალური რეპეტიცია ომის წინ

რუსეთმა მორიგი უეცარი მასშტაბური სამხედრო სწავლება წამოიწყო. მასში მონაწილეობას რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარების 3,500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს. 36 სატრანსპორტო თვითმფრინავი, საჰაერო დესანტს ერთდროულად გადასხამს. რუსეთის შეიარაღებული ძალების ისტორიაში ეს ყველაზე მასშტაბური საჰაერო დესანტი იქნება. სწავლებებს, საჰაერო სადესანტო-ჯარების სარდალი ვლადიმერ შამანოვი ხელმძღვანელობს.

საჯარისო დანაყოფები, საბრძოლო განგაშით წამოაყენეს და შეკრების ადგილებში გაგზავნეს. შესაბამისი დავალებები, ჯარისკაცებმა უკვე მარშის დროს მიიღეს. პირადი შემადგენლობის გარდა, სწავლებებში სადესანტო ჯარების საინჟინრო, საზენიტო, საარტილერიო და ზურგის დანაყოფებია ჩართული. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, საკომანდო-საშტაბო სწავლებები 14-მარტამდე გაგრძელდება.

ექსპერტების ნაწილი, უეცერად წამოწყებული მასიური საჰაერო-სადესანტო სწავლებას, როგორც ომის წინა გენერალურ რეპეტიციას განიხილავს. ასეთ შემთხვევაში საიინტერესოაა, თუ რა ძალებს ფლობს უკრაინა რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შესაჩერებლად.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის იგორ ტენიუხინის მიერ, უმაღლეს რადაში გაკეთებული განცხადებით ამჟამად უკრაინის არმიას მხოლოდ ტაქტიკა და მოტივაცია აქვს. განგაშის გამოცხადებისას, 41,000 სახმელეთო ჯარებისას, რეალური საბრძოლო მოქმედებისთვის მზად მხოლოდ 6,000 კაცი აღმოჩნდა. ჯარისკაცებს არ ჰყოფნით ეკიპირება, აღჭურვილობა. სამხედრო ტექნიკის დიდი ნაწილი ამორტიზირებულია და რემონტს საჭიროებს. მინიტრმა დეპუტატებს არმიის შენახვისთვის და ახალი შეირაღების შესყიდვისთვის საჭირო ხარჯების გაღებისკენ მოუწოდა. ისეთ ძლიერ მოწინააღმდეგესთან წინააღმეგობის გაწევას როგორიც რუსეთია, დიდი ფული და დრო სჭირდება აღნიშნა მინისტრმა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ military-informant.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა