"პოლიტიკოსებით დაბოლებას მარიხუანით დაბოლება არ სჯობს?"

"პოლიტიკოსებით დაბოლებას მარიხუანით დაბოლება არ სჯობს?"

შავ პრინცად წოდებულმა რეპერმა აკაკი ბაბუნაშვილმა ცოტა ხნის წინ სახელი შეიცვალა და "პრინცი -პი"გახდა. პრინციპები კი რეპერს მართლაც საინტერესო აღმოაჩნდა. აკაკიმ ძველი ჯგუფი "ძებნილები"ახალი შემადგენლობით აღადგინა და დღეს სწორედ ამ ჯგუფის მიზნებსა და გეგმებზე საუბრობს ჩვენთან. რეპერს მის ყოფილ სიყვარულზე, ბაბეზე, და მათ საერთო შვილზეც ვესაუბრეთ. ერთი სიტყვით, წინ საკმაოდ საინტერესო და გულახდილი ინტერვიუ გელით.

- აკაკი, მას მერე, რაც "ნიჭიერში"გნახეთ, ფართო აუდიტორიის წინაშე აღარ გამოჩენილხარ. რას საქმიანობდი?

- ვაგროვებდი ინფორმაციას დამწყები რეპერებისგან, ახალგაზრდებისგან. საკმაოდ დიდი ინფორმაცია მივიღე და მოვედი იმის აზრზე, რა უნდა გავაკეთო ახალი.

- შენ, რეპის მამა, რატომ აგროვებდი დამწყები რეპერებისგან ინფორმაციას?

- მე, რეპის მამა, ვალდებული ვარ გავიგო, რა აწუხებს ახალ "პაკალენიას".

- რაო, რა გაიგე?

- სხვათა შორის, ნაკითხი, ზრდილობიანი ბიჭები არიან. უკმაყოფილებას გამოთქვამენ ნარკოტიკთან, დღევანდელ პოლიტიკასთან დაკავშირებით. ვინაიდან დაიშალა ძველი ჯგუფი "ძებნილები", გადავწყვიტეთ ჩამოგვეყალიბებინა ახალი ჯგუფი იმავე სახელწოდებით. ჯგუფში 12 ადამიანია. თითოეულ მათგანს თავისი სათქმელი აქვს და აუცილებლად იტყვის. მე სათავეში ვუდგავარ ჯგუფს, რომ ვაკონტროლო მათი აზროვნება, მათი საქციელი და სწორად მოგაწოდოთ თქვენ, ჟურნალისტებსა და საზოგადოებას. ჩემი ჯგუფის წევრების ასაკი 25-27 წლამდე მერყეობს.

- სახელებსა და გვარებს არ გვეტყვი?

- ჯერჯერობით მათი სახელებისა და გვარების დასახელება არ მინდა, ვინაიდან ისინი დასაწყისში ნიღბებით წარდგებიან მაყურებლის წინაშე. ასევე გამოჩნდებიან კლიპებში, შოუებში, სცენაზე. "ძებნილების"იმიჯი უნდა იყოს ისეთი, როგორიც მათ სახელს შეეფერება. ჩვენ ვმალავთ სახეებს, მაგრამ არა თვალებს. ჩვენი ჯგუფის ბიჭები ქუთაისელები არიან, მაგრამ დიდი იმედი გვაქვს, რომ ბევრი თბილისელიც შემოგვიერთდება. დიდი რეპოჯახის შექმნას ვაპირებთ, რომელიც გათვლილი იქნება სიმართლესა და იმედზე.

- თითოეულს თავისი სათქმელი აქვსო, მითხარი. რა არის ის ძირითადი, რაც მათ აერთიანებთ?

- ეს არის პროტესტი ქიმიურ ნარკოტიკულ საშუალებებზე, რომლებსაც 13- 14 წლის ბავშვები იღებენ და რომელიც ანგრევს ორგანიზმს. ეს არის პროტესტი ნარკომომხმარებლების დაკავებაზე. გვინდა, რომ ნაკლებად მავნებელი ნარკოტიკი, როგორიც არის, მაგალითად, მარიხუანა, იყოს ლეგალიზებული, რათა არ მოხდეს თვითმკვლელობები.

- ჯგუფში ნარკომომხმარებლები გყავთ?

- ნარკომომხმარებელი არა, მაგრამ მარიხუანის მომხმარებლები გვყავს. პლანს მე გასართობ ბალახს ვეძახი. მარტივად ავხსნი, დღეში შემიძლია, ორი კოლოფი სიგარეტი მოვწიო. ეს ნებადართულია და ასევე ვნებს ჯანმრთელობას. მარიხუანა ამდენი არ დამჭირდება, ერთი ღერიც დამაკმაყოფილებს და ეს აკრძალულია. რომელი უფრო მავნებელია ორგანიზმისთვის, ორი კოლოფი სიგარეტი თუ ერთი ღერი პლანი? პროტესტი გვაქვს იმაზე, რომ ახალგაზრდებში ქაოსია, ვერ გაუგიათ, როგორ მოიქცნენ, რა ისწავლონ, ან საერთოდ ისწავლონ თუ არა. როგორი ცხოვრება იქნება მათთვის უკეთესი. ვერც მუსიკასთან მეგობრობენ. ამასთან დაკავშირებით "ძებნილები"პოლიტიკოსებს მივმართავთ, მიმართულება მისცენ ახალგაზრდებს, რა გააკეთონ, ისწავლონ და ამით იყვნენ ბედნიერები თუ არ ისწავლონ და ამით იყვნენ უბედურები. ყველა საქართველოდან წასვლაზე ფიქრობს. ჩემს ახალგაზრდობაში არავინ ამბობდა, საქართველოში ცხოვრება არ მინდაო. ყველას მოგვწონდა აქ ცხოვრება და გვიყვარდა ჩვენი ქვეყანა. მე ახლაც მიყვარს საქართველო, მაგრამ ახალი თაობა ქვეყნიდან გარბის.

- შენც ხომ იყავი წასული მოსკოვში?

- ვიყავი, მაგრამ იმისთვის არა, რომ ჩემი ქვეყანა მძულდა. ახლის შექმნის სურვილი მქონდა, ახლის სწავლის, გამოცდილების შეძენის სურვილი. რაღაც მინდოდა მიმეღო სხვა ქვეყნიდან, კარგი ან ცუდი. მერე ჩამოვსულიყავი და მეთქვა, რომ საქართველო ყველა ქვეყანას სჯობს, მეც ვიყავი წასული, მაგრამ დღეს აქ ვარ-მეთქი.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება