ვინ არის თათია საქართველოდან, რომლის "პირველი კოცნა" მსოფლიო ინტერნეტსენსაციად იქცა

ვინ არის თათია საქართველოდან, რომლის "პირველი კოცნა" მსოფლიო ინტერნეტსენსაციად იქცა

"კინორეჟისორი ვარ და ლოს-ანჯელესში ვცხოვრობ. გავიზარდე საქართველოში, - ქვეყანა და არა შტატი", - ასე ეცნობა მსოფლიოს თათია პილიევა "ტვიტერის" საშუალებით.

ლოს-ანჯელესში მოღვაწე თათიას კლიპმა დასავლური გავლენიანი გამოცემები აალაპარაკა. ამის მიზეზი გახდა მისი გადაღებული ორიგინალური ვიდეოარტი, რომლისთვისაც მან გადასაღებ მოედანზე 20 სრულიად უცნობი ადამიანი შეკრიბა და სთხოვა, ერთმანეთისთვის ეკოცნათ. წყვილებს შორის იყვნენ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებიც, ახალგაზრდებიცა და ასაკოვანი ადამიანები. "პირველი კოცნა შეიძლება იყოს ჯადოსნური, ან დაძაბული" - სწორედ ამ ემოციის ასახვა სურდა თათიას.

ვიდეო Youtube-ზე 10 მარტს აიტვირთა და ერთ დღეში 20 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. თათიას კლიპი განხილვის თემა იყო ისეთი გამოცემებისთვის, როგორიცაა - Time, Daily Mail და Harpers Bazaar.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია Time-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება