ბაროზუ - რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ყირიმში ავტონომიის ანექსირების მცდელობა

ბაროზუ - რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ყირიმში ავტონომიის ანექსირების მცდელობა

ყირიმში, 16 მარტს დანიშნული რეფერენდუმი უკანონოა, რუსეთმა კი უნდა შეწყვიტოს ავტონომიის ანექსირების მცდელობა. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ ევროპარლამენტში უკრაინის კრიზისზე გამართული მოსმენისას განაცხადა.

"მოვუწოდებთ, რუსეთის ფედერაციას შეწყვიტოს ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ანექსიის ყველა მცდელობა. ყირიმი უკრაინას ეკუთვნის. საჭიროა, დაუყოვნებლივ მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია და პრობლემიდან პოლიტიკური გამოსავალი ვიპოვოთ", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ამასთან, ჟოზე მანუელ ბაროზუმ აღნიშნა, რომ უკრაინაში შექმნილი სიტუაცია კვლავ ძალიან დაძაბული რჩება. მისივე თქმით, უკრაინელმა ხალხმა ბევრი სისხლი დაღვარა და აღარ უნდა მოხდეს ადამიანების სიცოცხლით გარისკვა.

ჟოზე მანუელ ბაროზუს განცხადებით, დასავლეთი არც ერთ შემთხვევაში არ აღიარებს ყირიმის რეფერენდუმის შედეგებს.

"ნებისმიერი მცდელობა, რომ ყირიმში რეფერენდუმის დაკანონება მოხდეს, ეწინააღმდეგება უკრაინის რეფერენდუმსა და საერთაშორისო ნორმებს. ცხადია, რომ ეს რეფერენდუმი უკანონოა", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა