ანგელა მერკელი - რუსეთს ყირიმის ანექსია არ უნდა შერჩეს

ანგელა მერკელი - რუსეთს ყირიმის ანექსია არ უნდა შერჩეს

გერმანიამ ხელი უნდა შეუშალოს რუსეთს, უკრაინისთვის ყირიმის "მოპარვაში". ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გერმანიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამასთან, გერმანული გამოცემა Die Zeit-ის ცნობით, ანგელა მერკელმა მკვეთრად გააკრიტიკა კრემლის ქმედებები და დაადანაშაულა რუსეთის პრეზიდენტი, რომ მან ფაქტობრივად, მოიპარა ყირიმი.

"ის, რაც ყირიმში ხდება, ანექსიაა, რომელიც რუსეთს არ უნდა შერჩეს", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა.

მისივე თქმით, გერმანიამ გარკვეული სიხისტე უნდა გამოიჩინოს ევროპული ფასეულობების დაცვის საკითხში. მან ასევე ხაზი გაუსვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას და აღნიშნა, რომ მათ შესაძლოა ნეგატიური შედეგი ჰქონდეთ ევროკავშირის ქვეყნებისთვის.

"ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის ყველა ქვეყანა ლისაბონიდან რიგამდე, ერთიან აზრზე შეჯერდეს", - განაცხადა ანგელა მერკელმა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა