უკრაინა დსთ-ს დატოვებს?

უკრაინა დსთ-ს დატოვებს?

უკრაინამ შესაძლოა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა დატოვოს, იმ მიზეზით, რომ ორგანიზაციას არ შესწევს უნარი, მის წევრებს შორის კონფლიქტის გადაწყვეტის ინსტრუმენტი იყოს. "ლიგა.ნეტ"-ის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრეი დეშიცამ "ეხო მასკვის" ეთერში განაცხდა.

მინისტრის თქმით, დსთ და მისი მონაწილეები უკრაინის მოთხოვნაზე არ რეაგირებენ, რომელიც ყირიმთან დკავშირებით საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე.

"თუკი ჩვენ, როგორც ქვეყანა, რომელიც თავმჯდომარეობს ამ ორგანიზაციას, მივმართავთ დსთ-ს აღმასკომს და ვითხოვთ საგანგებო სხდომის მოწვევას და არავინ რეაგირებს არსებულ ვითარებაზე, მაშინ რისთვის არის ასეთი ორგანიზაცია საჭირო, რომელიც არავითარ როლს არ თამაშობს?!", - განაცხადა დეშიცამ.

ამასთან, უკრაინის კრიზისის დასრულებამდე ევროპარლამენტმა შესაძლოა, რუსეთის დუმასთან ურთიერთობა შეაჩეროს. "ლიგა.ნეტ"-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტშია საუბარი, რომელსაც დეპუტატები დღეს განიხილავენ.

რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ ყირიმში რუსეთის შეჭრა საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება და რუსეთის მიერ ბუდაპეშტის მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევაა. არგუმენტი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა წარმოადგინა ამ აგრესიის გასამართლებლად, არაკომპეტენტურია და რეალობისგან შორსაა. "ამიტომაც, ევროპარლამენტი გმობს რუსეთის აგრესიას და ყირიმში, როგორც უკრაინის განუყოფელ ტერიტორიაზე შეჭრას", - ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.

"ამასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტი მხარს უჭერს გადაწყვეტილებას, სავიზო საკითხებზე და "დიდი რვიანის" სამიტის მომზადებასთან დაკავშირებით რუსეთთან ორმხრივი მოლაპარაკებების გაყინვის შესახებ. ევროპარლამენტი სრულიად უჭერს მხარს ევროპის საბჭოს მოწოდებას (საერთაშორისო შუამავლებთან ერთად) მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ დაწყებასთან დაკავშირებით. პროგრესის არ არსებობის შემთხვევაში, ევროპარლამენტი მხარს უჭერს ევროკავშირის გადაწყვეტილებას, ქვეყანაში შესვლისა და გასვლის აკრძალვის შესახებ, აქტივების გაყინვისა და ევროკავშირ-რუსეთის სამიტის გადადების თაობაზე", - ნათქვამია რეზოლუციაში.

ევროპარლამენტი კატეგორიულად მიუთითებს, რომ ევროპარლამენტსა და რუსეთის დუმას, ასევე ფედერაციის საბჭოსთან თანამშრომლობა ვერ გაგრძელდება აღნიშნული გარემოებების გამო. "ყველა დაგეგმილი შეხვედრა უნდა გადაიდოს იმ დრომდე, ვიდრე კრიზისი არ დასრულდება", - განაცხადეს ევროპარლამენტში.

მომზადებულია liga.net-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა