მინსკი კრემლის ერთგული რჩება

მინსკი კრემლის ერთგული რჩება

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ბელორუსი და მისი პრეზიდენტი კრემლის ერთგულნი რჩებიან. უსაფრთხოების საბჭოს მორიგ სხდომაზე, ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ რუსეთს საკუთარ ტერიტორიაზე 15-მდე სამხედრო თვითმფრინავის განთავსება შესთავაზა.

"ბელორუსი არსებულ ვითარებას აღითქვამს და ქვეყნის საზღვრებთან NATO-ს ძალების მომრავლებას შესაბამის და ადეკვატურ პასუხს გასცემს", - განაცხადა ლუკაშენკომ.

პრეზიდენტის განმარტებით, რუსეთთან ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე, მან მოსკოვს ჯარების ერთობლივი დაჯგუფების გაძლიერება შესთავაზა. კერძოდ, საუბარია ავიციაზე.

"თუ პოლონეთსა და ბალტიისპირეთში დასავლეთმა 15 სამხედრო თვითმფრინავი გადმოისროლა, ვფიქრობ რუსეთის გენ-შტაბის ხელმძღვანელობას უნდა დავუკავშირდეთ და მათ მოკავშირული შეთანხმების ფარგლებში, ჩვენს ქვეყანაში 12-15 თვითმფრინავის განთავსება შევთავაზოთ. ისინი ბელორუსის საჰაერო სივრცეში, პატრულირების მიზნით იფრენენ", - განმარტა ლუკაშენკომ. მისი აზრით, ქვეყანა ვალდებულია იმოქმედოს და საკუთარი ინტერესები დაიცვას.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ topwar.ru-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა