რატომ არ აძლევენ ''ოსკარს'' ლეონარდო დიკაპრიოს - კინოდაჯილდოების შავი მხარეები და პოლიტიკური საცეცები

რატომ არ აძლევენ ''ოსკარს'' ლეონარდო დიკაპრიოს - კინოდაჯილდოების შავი მხარეები და პოლიტიკური საცეცები

ჟურნალისტი ია ვეკუა ჰოლივუდური კინოს ერთ-ერთი საუკეთესო მცოდნეა. ვინაიდან გასული კვირის ყველაზე აქტუალური თემა, სხვა რამდენიმე საკითხთან ერთად, ლეონარდო დიკაპრიოს ''ოსკარის'' გარეშე დარჩენა და ზოგადად, კინოდაჯილდოება იყო, გადავწყვიტეთ, მისგან პროფესიული აზრი გაგვეგო ამ თემაზე.

- ''ოსკარებზე'' ლეონარდო დიკაპრიოს დაჩაგვრამ მისი ფანები განარისხა. როგორ ფიქრობ, რატომ ჩაგრავს მას ამერიკის კინოაკადემია, როდესაც მეხუთედ წარდგენის შემდეგაც კი ვერ მიიღო სანატრელი კაცუნას ქანდაკება?

- ლეონარდო დიკაპრიოს გარშემო ისტერიკა მხოლოდ საქართველოში არ ყოფილა. მგონი, უკრაინის ამბებსაც კი გადაუსწრო აქტუალურობით. თუმცა უცნაურია მსოფლიო გამოხმაურება მხოლოდ ლეონარდო დიკაპრიოს დაჩაგვრაზე. ის, როგორც მსახიობი, ''ოსკარზე'' ნომინირებული გახლდათ მეოთხედ, მეხუთე ნომინაციად კი მიიჩნევა წლევანდელი მისი წარდგენა, როგორც საუკეთესო პროდიუსერისა ფილმისთვის ''უოლ სტრიტის მგელი''. არაფერი გასაოცარი არ არის, რომ დიკაპრიომ ვერ აიღო ზემოხსენებული ჯილდო, რადგან პიტერ ო'ტული ისე გარდაიცვალა, შვიდჯერ იყო ნომინირებული და ვერც ერთი ''ოსკარი'' ვერ მიიღო. მხოლოდ საპატიო ''ოსკარი'' მიანიჭეს. ეს უნიკალური შემთხვევა გახლდათ, რადგან შვიდჯერვე პირველხარისხოვანი როლისთვის იყო წარდგენილი. ასევე შემიძლია გავიხსენო ჯულიანა მური, რომელიც ხუთგზის ნომინანტია და არც ერთი ჯილდო არა აქვს, ისევე, როგორც ემი ადამსს. მაგრამ ისტერიკა ატეხილია მაინცდამაინც დიკაპრიოს გარშემო და ვფიქრობ იმიტომ, რომ ჯერ კიდევ 1998 წელს, როდესაც ''ტიტანიკი'' 11 ნომინაციაზე გახლდათ წარდგენილი, ფაქტობრივად, ყველაფერში აიღო ჯილდო და ლეონარდო დიკაპრიო, ჯეკ დოუსონის როლით, ნომინირებულიც კი არ იყო.

- მაშინ იმსახურებდა წარდგენას?

- რატომაც არა? ახლახან კვლავ ვნახე ეს ფილმი და არანაირი პრეტენზია არ გამჩენია არც მისი თამაშის და არც ზოგადად, ფილმის მიმართ. დიკაპრიოსა და ''ოსკარის'' თემაზე შაყირი და აგდებული დამოკიდებულება სათავეს სწორედ იმ ავადსახსენებელი 1998 წლის შემდეგ იღებს. ლამის დელფინებიც იყვნენ ნომინირებული მაშინ ''ტიტანიკიდან'', ლეონარდო კი - არა.

პირველად ლეონარდო დიკაპრიომ ''ოსკარის'' ნომინაცია მიიღო 1994 წელს, როდესაც ფანტასტიკურად შეასრულა როლი ფილმში ''რა ჭამს გილბერტ გრეიპს'', მაშინ ჯერ კიდევ ბავშვი იყო. ამ ფილმში არც ერთ მსახიობს არ უდებს ტოლს, არც ჯონი დეპს და არც სხვა ცნობილ მსახიობებს, რომლებიც იქ თამაშობენ, ფაქტობრივად, ამ ფილმის ვარსკვლავია. რა თქმა უნდა, მაშინ ჯილდო ვერ მიიღო მეორეხარისხოვანი როლისთვის. ეს იყო წელი, როდესაც მას კონკურენციას უწევდნენ ჯონ მალკოვიჩი, პიტ პოსტლეტვეიტი, ტომი ლი-ჯონსი და რალფ ფაინსი ''შინდლერის სიით'', სადაც არაჩვეულებრივი როლი შექმნა. მაშინ ''ოსკარი'' ტომი ლი ჯინსმა მიიღო ''დევნილისთვის'', რომელშიც ვარსკვლავებს ნამდვილად ვერ წყვეტდა. მერე უფრო კარგი როლები ჰქონდა და ამ წელს ნამდვილად შეიძლებოდა რალფ ფაინსის დაფასება. შესაბამისად, როდესაც ასეთი მსახიობები რჩებიან ჯილდოს გარეშე, რატომ უნდა გაგვიკვირდეს თინეიჯერ ლეონარდოს ''ოსკარის'' გარეშე დარჩენა?! 2005 წელს გამოვიდა მარტინ სკორსეზეს ''ავიატორი'', დიკაპრიო მთავარი როლისთვის წარადგინეს და ამჯერადაც არ გაუმართლა, რადგან ძალიან ძლიერი მეტოქეები ჰყავდა, მათ შორის ჯეიმი ფოქსი ფილმიდან ''რეი''. ჯეიმის თამაში იმდენად კარგია, რომ აკადემიის არჩევანს ვერ გააპროტესტებ. 2007 წელს ''სისხლიანი ალმასისთვის'' მოხვდა ნომინაციებში, მაშინ ''შოტლანდიის უკანასკნელი მეფისთვის'' ფორესტ უიტეკერმა მოიგო ''ოსკარი''. აქაც უიღბლობასთან გვქონდა საქმე.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება