ჯარედ ლეტო ევრომაიდანზე (+16 ფოტო)

ჯარედ ლეტო ევრომაიდანზე (+16 ფოტო)

ჰოლივუდის ოსკაროსანი მსახიობი ჯარედ ლეტო კიევში ჩავიდა.

დასავლური გამოცემები ვარსკვლავის ევრომაიდანზე გადაღებულ ფოტოებს ავრცელებენ. მსახიობმა საპროტესტო აქციების დროს დაღუპულ ადამიანებს პატივი მიაგო.

ვარსკვლავმა უკრაინელ ხალხს თანადგომა ჯერ კიდევ ლოს-ანჯელესში "ოსკარის" 86-ე დაჯილდოების ცერემონიაზე გამოუცხადა. მას შემდეგ, რაც "ოსკარი" გადასცეს, სცენაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინასა და ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

"ყველას, ვინც უკრაინასა და ვენესუელაში "ოსკარების" დაჯილდოების ტრანსლაციას უყურებს, მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ მხარს გიჭერთ. დღეს ჩვენ აქ ვართ, მაშინ, როცა თქვენ იბრძვით იმისთვის, რათა თქვენი ოცნებები ასრულდეს, რათა იცხოვროთ იმ ცხოვრებით, რომელიც დაიმსახურეთ. ჩვენ ვფიქრობთ თქვენზე", - განაცხადა ლეტომ.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია yahoo.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება