უკრაინაში ქერჩიდან ჯანკოის მიმართულებით სამხედრო ეშელონები გადაადგილდებიან

უკრაინაში ქერჩიდან ჯანკოის მიმართულებით სამხედრო ეშელონები გადაადგილდებიან

უკრაინაში, ქერჩიდან ქალაქ ჯანკოის მიმართულებით ზალპური ცეცხლის "ურაგანის" სისტემის სამხედრო ეშელონები გადაადგილდებიან. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ეშელონი 12 გამშვები მოწყობილობისა და 10 სატრანსპორტო-დამტენი მანქანისგან შედგება.

"ერთი ზალპიც კი საკმარისია, რათა სრულად განადგურდეს ისეთი ქალაქის ნახევარი, როგორიც სიმფეროპოლია", - განაცხადა უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა, დიმიტრი ტიმჩუკმა.

ამასთან, დღეს დილით ქერჩიდან ყირიმის მიმართულებით რუსული სამხედრო ტექნიკის ეშელონი გადაადგილდა, რომელიც C-300-ის 14 კომპლექსისგან, ოთხი ჯავშანტრანსპორტიორისგან და სხვა სამხედრო ტექნიკისგან შედგებოდა.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა