სერგეი ლავროვი - უკრაინასთან დაკავშირებით შეუთანხმებლობა ნარჩუნდება

სერგეი ლავროვი - უკრაინასთან დაკავშირებით შეუთანხმებლობა ნარჩუნდება

რუსეთსა და აშშ-ს შორის უკრაინასთან დაკავშირებით შეუთანხმებლობა ნარჩუნდება, მაგრამ დღევანდელი დიალოგი სასარგებლო იყო. "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომელიც ამერიკის სახელმწიფო მდივანს ჯონ ქერის რამდენიმე საათის განმავლობაში პირისპირ ესაუბრა.

"უკრაინასთან დაკავშირებით შეუთანხმებლობა ნარჩუნდება, მაგრამ დიალოგი სასარგებლო იყო", - აღნიშნა ლავროვმა.

მისი განცხადებით, უკრაინაში წესრიგის აღსადგენად ზომები მიღებული არ არის. "ჩვენი მხრიდან გამოითქვა ღრმა შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინაში წესრიგის აღდგენასთან დაკავშირებით ზომების მიღება არ ხდება, ასევე, არ ხდება რადიკალების კანონსაწინააღმდეგო აქტიურობების აღკვეთა, რომლებიც პროვოკაციებს განაგრძობენ ძალადობის გამოყენებით", - აღნიშნა ლავროვმა ლონდონში გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, რუსეთის მხარემ ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ 21 თებერვლის შეთანხმება არ სრულდება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა