დიდი ბრიტანეთი ატომურ კატასტროფას გადაურჩა

დიდი ბრიტანეთი ატომურ კატასტროფას გადაურჩა

დიდი ბრიტანეთის სამეფო ფლოტის მორიგი საზღვაო სწავლება კინაღამ ატომური ტრაგედიით დასრულდა. ქალაქ პლიმუტში, ბაზირებული ბრიტანული ფრეგატის HMS Argyll, მეზღვაურებმა შემთხვევით, დოკს, სადაც Vanguard-ის კლასის ატომურ წყალქვეშა ნავებს საწვავით ამარაგებენ, ტორპედო ესროლეს.

დოკის თანამშრომლები სახტად დარჩნენ, როდესაც სამხედრო ხომალდიდან გამოშვებულმა 2,6 მ სიგრძის ტორპედომ გეზი მათი ადგილსამყოფელისკენ აიღო. წყალში 200 მ-ის გაცურვის შემდეგ ტორპედო ბირთვული საწვავის შენახვის ნაკვეთურს მოხვდა. კატასტროფის თავიდან აცილება მხოლოდ იმ გარემოებამ განაპირობა, რომ ტორპედო სასწავლო იყო და არა საბრძოლო.

მომხდარს სამეფო საზღვაო ფლოტის პრესსამსახურიც ადასტურებს. შექმნილმა კომისიამ მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.

Sting Ray-ის ტიპის ტორპედოებს, ბრიტანული ფლოტი 1983 წლიდან იყენებს. ის 267 კგ-ის იწონის და 45 კგ-იანი საბრძოლო ნაწილი აქვს. რაც შეეხება ფრეგატ HMS Argyll-ს, ის ბრიტანული ფლოტის შეიარაღებაში არსებული ყველაზე ხანდაზმული ხომალდია.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შემთხვევები, როდესაც ტრაგედიამდე სულ ცოტა იყო დარჩენილი, ბრიტანულ ფლოტში იშვიათობა არ არის. მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში, სოლსბერის პოლიგონზე, სადაც პლიმუტის ბაზის მეზღვაურები ვარჯიშობდნენ, გაშვებულმა რაკეტამ გეზი შეიცვალა და ახლომდებარე სოფელთან აფეთქდა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ military-informant.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა