უკრაინის თავდაცვის მინისტრი - 60 000-მდე რუსი სამხედრო უკრაინის საზღვრისკენ გადაადგილდება

უკრაინის თავდაცვის მინისტრი - 60 000-მდე რუსი სამხედრო უკრაინის საზღვრისკენ გადაადგილდება

რუსეთის ფედერაციის საჯარისო შენაერთები, სავარაუდოდ, 60 000 ადამიანის ოდენობით, ოპერატიულ-ტაქტიკურ დაჯგუფებებს ქმნიან და უკრაინის საზღვრისკენ გადაადგილდებიან. როგორც Главное.ua იუწყება, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა იგორ ტენიუხმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი განაგრძობს სამხედრო დაჯგუფებების რაოდენობის ზრდას ასევე ყირიმში, რათა დღევანდელი რეფერენდუმის შედეგების ლეგიტიმაცია მოახდინოს. მინისტრის ინფორმაციით, ყირიმის ტერიტორიაზე 21,5 ათასი რუსი სამხედრო იმყოფება.

"ჩრდილოეთ, ჩრდილო აღმოსავლეთ და სამხრეთის მიმართულებით უკრაინის საზღვართან, არ გამოვრიცხავ რუსეთის ოპერატიულ-ტაქტიკური ფორმირებების შექმნას. უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში პროვოკაციები გრძელდება, "ყირიმის სცენარის" განმეორების მიზნით. ამ მიმართულებებით რუსეთის საჯარისო შენაერთების რაოდენობა, შესაძლოა 60 000-ზე მეტს შეადგენდეს", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

მომზადებულია Главное.ua-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა