ყირიმის რეფერენდუმის კომისია - ამომრჩეველთა თითქმის 96%-მა რუსეთთან შეერთებას მისცა ხმა

ყირიმის რეფერენდუმის კომისია - ამომრჩეველთა თითქმის 96%-მა რუსეთთან შეერთებას მისცა ხმა

ყირიმის სტატუსის თაობაზე გამართულ რეფერენდუმში, პირველი ოფიციალური მონაცემებით, ამომრჩეველთა თითქმის 96%-მა რუსეთთან შეერთებას მისცა ხმა. ამის შესახებ ყირიმის რეფერენდუმის კომისიის თავმჯდომარე მიხაილ მალიშევმა განაცხადა.

მალიშევის თქმით, რეფერენდუმში მონაწილეთა 3%-მა მხარი არ დაუჭირა ყირიმის რუსეთთან მიერთებას, ბიულეტენების 1% კი კომისიამ ბათილად სცნო.

ამასთან, ყირიმში გამართულ რეფერენდუმს, ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის თაობაზე ოფიციალური კიევი, აშშ, ევროკავშირი, გაერო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები არ აღიარებენ.

გარდა ამისა, ყირიმის "ხელისუფლებამ" უკვე აპრილიდან რუსულ რუბლზე გადასვლის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ "Крым ТВ"-ის ეთერში ყირიმის თვითაღიარებულმა პირველმა ვიცე-პრემიერმა რუსტამ ტემირგალიევმა განაცხადა.

"აპრილის პირველი რიცხვებიდან ყირიმელები შეძლებენ, ხელფასი და პენსია რუსულ რუბლში აიღონ", - აღნიშნა რუსტამ ტემირგალიევმა.

ყირიმში გუშინ რეფერენდუმი ჩატარდა. რეფერენდუმზე ორი კითხვა იყო გატანილი, რომელთაგან არც ერთი ითვალისწინებდა ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ამჟამინდელი სტატუსის შენარჩუნებას. კერძოდ, პირველი შეკითხვა ასეთი იყო: უჭერთ თუ არა მხარს ყირიმის შეერთებას რუსეთთან, რუსეთის ფედერაციის სამართლებრივ სუბიექტად? მეორე კითხვა კი, ყირიმის უკრაინის შემადგენლობაში ფორმალურად დარჩენას გულისხმობს და იგი შემდეგნაირად არის ჩამოყალიბებული: მხარს უჭერთ თუ არა ყირიმის რესპუბლიკის 1992 წლის კონსტიტუციის ამოქმედებას და ყირიმის, როგორც უკრაინის ნაწილის სტატუსს? ეზგიტპოლის შედეგის თანახმად, ამომრჩეველთა 93%-მა ყირიმის რუსეთთან შეერთებას დაუჭირა მხარი.

მომზადებულია liga.net-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა