როგორ ზეიმობენ ყირიმელები რეფერენდუმის შედეგებს? (+12 ფოტო)

როგორ ზეიმობენ ყირიმელები რეფერენდუმის შედეგებს? (+12 ფოტო)

სიმფეროპოლში რეფერენდუმის შედეგი ფოიერვერკით აღინიშნა - ქუჩაში შეკრებილი რუსი მოსახლეობა რუსეთის დროშებს აფრიალებდა.

ყირიმის სტატუსის თაობაზე გამართულ რეფერენდუმში, პირველი ოფიციალური მონაცემებით, ამომრჩეველთა თითქმის 96%-მა ყირიმის რუსეთთან შეერთებას მისცა ხმა, ამის შესახებ ყირიმის რეფერენდუმის კომისიის თავმჯდომარე მიხაილ მალიშევმა განაცხადა. მალიშევის თქმით, რეფერენდუმში მონაწილეთა 3%-მა მხარი არ დაუჭირა ყირიმის რუსეთთან მიერთებას, ბიულეტენების 1% კი კომისიამ ბათილად ცნო.

ამასთან, ყირიმში გამართულ რეფერენდუმს ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის თაობაზე, ოფიციალური კიევი, აშშ, ევროკავშირი, გაერო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები არ აღიარებენ.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა