რუსეთი ყირიმის საზღვაო აკვატორიის დასაცავად ემზადება

რუსეთი ყირიმის საზღვაო აკვატორიის დასაცავად ემზადება

ყირიმის გარშემო არსებული დაძაბული ვითარების ფონზე, მოსკოვი რეგიონში სამხედროთა რაოდენობის ზრდას აგრძელებს და ამავდროულად ყირიმში თანამედროვე სამხედრო ტექნიკაც შეჰყავს. 16 მარტს სევასტოპოლის ქუჩებში Бал-ის ტიპის სანაპირო დაცვის მობილური სარაკეტო კომპლექსი დააფიქსირეს. რუსეთმა ის შეიარაღებაში 2008 წელს მიიღო.

კომპლექსი ტერიტორიული წყლების, სამხედრო-საზღვაო ბაზებისა და სანაპირო ინფრასტრუქტურის დასაცავადაა განკუთვნილი. Бал-ის შემადგენლობაში შემავალ Х-35Э-ს ტიპის რაკეტას სამიზნის განადგურება 120 კმ-ის მანძილზე შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალური მონაცემებით, ამჟამინდელი მდგომარეობით რუსეთს შეიარაღებაში კომპლექს "ბალის" მხოლოდ ერთი დივიზიონი ჰყავს, რომელიც დაღესტანში დისლოცირდება. როგორც ჩანს, შავი ზღვის აკვატორიის უკეთ გაკონტროლებისთვის, რუსეთმა კომპლექსები კასპიის ზღვიდან ყირიმში გადმოისროლა. არ არის გამორიცხული, რომ ეს ნაბიჯი შავ ზღვაში ამერიკული ფრეგატის ყოფნის პერიოდის გახანგრძლივებას უკავშირდებოდეს.

შეგახსენებთ, რომ 8-9 მარტის ღამეს სევასტოპოლის ქუჩებში, თვითმხილველებმა კიდევ ერთი - Бастион-П-ს ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი შენიშნეს. სტარტის შემდეგ, მისი რაკეტა ბგერის ორ სიჩქარეს ავითარებს და სამიზნეს მაქსიმალურ 300 კმ-ზე ანადგურებს.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ military-informant.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა