5 ვარსკვლავი ბუნებრივად დიდი ზომის მკერდით (+5 ფოტო)

5 ვარსკვლავი ბუნებრივად დიდი ზომის მკერდით (+5 ფოტო)

ჰოლივუდში პლასტიკური ოპერაცია იმდენად ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ ზოგიერთ ვარსკვლავს ავიწყდება კიდეც, ბუნებრივად როგორ გამოიყურებოდა.

ყველაზე მოთხოვნადია დიდი ზომის მკერდი. თუმცა, არიან ისეთი სელებრითებიც, რომელთაც პლასტიკური ქირურგის დახმარება არ სჭირდებათ.

კიმ კარდაშიანი: კიმ კარდაშიანს სტანდარტული ჰოლივუდური აღნაგობა არასდროს ჰქონია, ზედმეტ წონას სპორტდარბაზში ებრძვის. მამაკაცებს კიმის ფუმფულა ფორმები ძალიან მოსწონთ და ამიტომ ხშირად ხვდება ყველაზე დიდმკერდიანი, ან სექსუალური ქალების რეიტინგში. თუმცა, ერთ-ერთ ინტერვიუში კარდაშიანმა დაიჩივლა, რომ ბავშვობაში საკუთარი დიდი მკერდის ძალიან რცხვენოდა.

"10 წლის ვიყავი, როცა მკერდმა ზრდა დაიწყო. მახსოვს, აბაზანაში ვიკეტებოდი და ვტიროდი. ჭურჭლის ჩვარი ავიღე, ცხელ წყალში დავასველე და მკერდზე დავიდე, თან ვლოცულობდი: "გთხოვ, მეტად არ გაზარდო", - იხსენებს ვარსკვლავი.

სოფია ვერგარა: კოლუმბიელი მსახიობი სოფია ვერგარა არაერთხელ დაასახელეს მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ ქალად. რა გასაკვირია - ვარსკვლავს უზარმაზარი მკერდი აქვს. სოფია მკერდის გამო დაკომპლექსებულია და ხშირად ჩივის, რომ მსუქან სტრიპტიზიორს ჰგავს.

სელმა ჰაიეკი: მამაკაცები ამბობენ, რომ სელმას მკერდის ცქერას არაფერი სჯობს. ეს მსახიობმა კარგად იცის და ისეთი სტილის სამოსს ირგებს, რომელიც მის ლამაზ ფორმებს კარგად გამოკვეთს. ნიჭიერ და ეშხიან მექსიკელ ვარსკვლავს ჰოლივუდში თავის დამკვიდრება არ გასჭირვებია. იდეალური მუცლის პრესი, დიდი მკერდი და უკანალი, სავსე თეძოები - ასეთი აღნაგობის ქალის დანახვაზე რეჟისორებს მისი აქცენტისთვის ყურადღება აღარ მიუქცევიათ.

მისი სილამაზით აღფრთოვანებულნი არიან როგორც კოლეგა მამაკაცები, ასევე თაყვანისმცემლები, თუმცა რეჟისორი ოლივერ სტოუნი ამ მხრივ ყველაზე გამორჩეული აღმოჩნდა - შარშან ლონდონის სასტუმრო Mandarin Oriental-ში ფილმის Savages პრემიერაზე ჰაიეკს დეკოლტეში "ჩაუძვრა". ჰაიეკი საკუთარი გარეგნობის მიმართ ზედმეტად კრიტიკულია. ერთ-ერთ ინტერვიუში საკუთარ თავს "მოკლეფეხება და მსუქანი" უწოდა.

კეტი პერი: მომღერალი კეტი პერი უკვე შეეჩვია მისი მკერდის მისამართით გაკეთებულ კომპლიმენტებს. მან ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ 11 წლიდან ლოცულობდა, რომ დიდი მკერდი ჰქონოდა, მაგრამ თინეიჯერობაში მკერდი ისე გაეზარდა, რომ მერე იმაზე ლოცულობდა, რომ ზრდა შეეწყვიტა.

"ისეთი დიდი ზომა გახდა, საკუთარ ფეხებს ვეღარ ვხედავდი", - ჩივის პერი.

მისი დეკოლტე არაერთხელ აღმოჩნდა ყურადღების ცენტრში, მაგრამ ყველაზე სახალისო "გრემის" 55-ე დაჯილდოების ცერემონიალი იყო. მომღერლის შემხედვარე თვით ელტონ ჯონიც კი დაიბნა. ფოტოგრაფებმა გადაიღეს რამდენიმე ფოტოსურათი, სადაც ელტონი კოლეგის მკერდს დაჟინებით მიშტერებია. იგივე რეაქცია ჰქონდა ტელევარსკვლავ ელენ დეჯენერესსაც.

მონიკა ბელუჩი: მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური ქალი, Dolce&Gabbana-ს მუზა და უბრალოდ შეუდარებელი მონიკა ბელუჩი სილამაზით მილიონობით ადამიანს ატყვევებს. მსახიობი ბუნებრივი ფორმებით ამაყობს და პლასტიკურ ქირურგებს არ სწყალობს. მისი თქმით, ბოტოქსით გაყინულ მზერას ნაოჭებიანი ღიმილი ურჩევნია.

მომზადებულია radaronline.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება