ქვეყანა, რომელსაც უკრაინის შემდეგ რუსეთი თავს დაესხმება

ქვეყანა, რომელსაც უკრაინის შემდეგ რუსეთი თავს დაესხმება

ლატვიის ხელისუფლებამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის საკითხი განიხილა და მიიჩნევს, რომ პუტინი ქვეყნის სრულ ოკუპაციას გეგმავს. ამ დასკვნას შეიცავს ლატვიის სეიმის რეზოლუცია.

ამასთან, დეპუტატების ვარაუდით, რუსეთის აგრესია უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიების მითვისებით არ დასრულდება. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ მომდევნო ქვეყანა, სადაც შესაძლოა, რუსული ჯარები შევიდნენ, ლატვია და სხვა ბალტიისპირა ქვეყნები იქნება.

ამ მოსაზრებას იზიარებს ლატვიის თავდაცვის მინისტრი რაიმონდ ვეიონისი. მისი თქმით, ბალტიისპირეთში რუსეთის მხრიდან პროვოკაციებს უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ. რუსეთის მოსალოდნელი აგრესიისგან თავდაცვის მიზნით, ლატვია სამხედრო ხარჯებს ზრდის. ამავდროულად, ლატვიის ხელისუფლების თხოვნით, გაიზარდა ბალტიისპირეთის ქვეყნების საზღვრებთან რეგულარულ პატულირებაზე მფრინავი ნატო-ს გამანადგურებლების რაოდენობაც.

მომზადებულია directadvert.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა