თურქეთის პრემიერი მზადყოფნას გამოთქვამს, მაქსიმალურად დაეხმაროს ყირიმელ თათრებს

თურქეთის პრემიერი მზადყოფნას გამოთქვამს, მაქსიმალურად დაეხმაროს ყირიმელ თათრებს

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, რეჯებ ტაიპ ერდოღანმა მზადყოფნა გამოთქვა, მაქსიმალური მხარდაჭერა გამოუცხადოს ყირიმელ თათრებს, თუ მათზე რაიმე სახის ზეწოლა განხორციელდება. ყირიმელი თათრების მეჯლისის ინფორმაციით, ამის შესახებ ერდოღანმა იზმირში, ყირიმელი თათრების ლიდერ მუსტაფა ჯემილიევთან შეხვედრაზე განაცხადა.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ყირიმში შექმნილი კრიზისი და შექმნილი ვითარებიდან გამოსვლის გზები განიხილეს.

შეხვედრაზე ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი ყირიმის კრიზისის მშვიდობიანი გზით დარეგულირების და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ურყევობის მომხრეა.

როგორც მუსტაფა ჯემილიევმა განაცხადა, თურქეთის პრემიერი წინააღმდეგია უკრაინის შიდა საქმეებში მესამე ძალის ჩარევის და აცხადებს, რომ თურქეთი ყირიმში ჩატარებული რეფერენდუმის აღიარებას არ აპირებს.

ჯემილიევის ინფორმაციით, ერდოღანი მიიჩნევს, რომ გუშინ ჩატარებული რეფერენდუმი საერთაშორისო სამართლის ნორმებს ეწინააღმდეგება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა