ობამამ რამდენიმე რუსი და უკრაინელი მაღალჩინოსნის აქტივების გაყინვის ბრძანებას ხელი მოაწერა

ობამამ რამდენიმე რუსი და უკრაინელი მაღალჩინოსნის აქტივების გაყინვის ბრძანებას ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა რუსი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა, - ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

თეთრი სახლის ინფორმაციით, უკრაინაში განხორციელებული ქმედებების გამო ბარაქ ობამამ ხელი მოაწერა რამდენიმე რუსი და უკრაინელი მაღალჩინოსნის აქტივების გაყინვის ბრძანებას.

როგორც თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სანქციები დაუწესდა უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე სერგეი აქსიონოვს, ასევე რუს მაღალჩინოსნებს ლეონიდ სლუცკის, დიმიტრი როგოზინს, ვალენტინა მატვიენკოს, სერგეი გლაზევს და რამდენიმე სხვა რუს ოფიციალურ პირს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა