რატომ აქრობს ცოლთან ერთად შუქს მთელ სახლში სანდრო კაკულია და რა ნათესაური კავშირი აქვს ეთერ კაკულიასთან

რატომ აქრობს ცოლთან ერთად შუქს მთელ სახლში სანდრო კაკულია და რა ნათესაური კავშირი აქვს ეთერ კაკულიასთან

სანდრო კაკულია სერიალ ''ჩემი ცოლის დაქალების'' წყალობით ძალიან პოპულარული გახდა. თუმცა ყველა რომ ცნობს, მაინცდამაინც არ მოსწონს. ბოლო დროს ინტერვიუებსაც არ თანხმდებოდა, თუმცა ''რეიტინგისთვის'' გამონაკლისი დაუშვა. მასთან, როგორც ყოველთვის, ახლაც საინტერესო ინტერვიუ ჩავწერეთ.

- მირჩევნია, მწერლობით გავხდე პოპულარული, ვიდრე ''ჩემი ცოლის დაქალებით''. ცუდი არაა ასეთი პოპულარობაც, მაგრამ ზედმეტი ყურადღებით ვიძაბები. უფრო წყნარად ვიყავი, როდესაც გადაღებები არ მქონდა.

- სერიალის შესახებ შეკითხვებს გვერდს ვერ ავუვლით. ყველას აინტერესებს, მარტო შენ რატომ გადარჩი ბაბულიკებიდან?

- პირველი ვერსიის მიხედვით, მანქანაში მეც უნდა ვმჯდარიყავი.

- რატომ გადაგარჩინეს?

- წამოდგენა არ მაქვს, ეს სცენარისტსა და რეჟისორს უნდა ჰკითხოთ. ფილმის სცენარი უცბად ჩაასწორეს. წინა სეზონში ჩემი და ნატაშკას ურთიერთობა კარგად ვერ დასრულდა, რაც ალბათ მოითხოვდა, რომ ეს ხაზი გაგრძელებულიყო. ფილმში მანქანაში ველოდებოდი ბიჭებს კინოთეატრთან. პატრული მომადგა და იძულებული გავხდი, წრე დამერტყა. ამასობაში სხვისი მანქანით გაიქცევიან და მტკვარში გადაცვივდებიან. ვფიქრობ, ეს ბიჭებისთვის საბოლოო განაჩენი არ არის. ბევრ ფილმში გვინახავს, რომ მანქანა ვარდება და მერე იქიდან ტიპი ამოყვინთავს, გაცურავს და ნაპირზე გადის.

მას შემდეგ, რაც გადაღებები დაიწყო, სულ ერთად ვიყავით. ჯერ არ ვიცი, მათ გარეშე ამ სერიალში როგორ უნდა ვიყო. ნატაშკასთან ურთიერთობის დაწყების გამზიარებლებიც ჩემი მეგობრები იყვნენ. მე სხვა ახლობელი სერიალში პერსონაჟების მხრიდან არ მყავს. ახლა როგორ უნდა განვითარდეს ჩემი ამბავი, როცა ბიჭები აღარ არიან და მარტო ნატაშკაა, სიმართლე რომ გითხრათ, არ ვიცი. იმედი მაქვს, რომ ისინი შუა სეზონში ამოყვინთავენ წყლიდან. თუმცა ამაზე ლაპარაკი ჯერ არ მიდის. ჩემი გმირი ძალიან განიცდის, რომ ბიჭები აღარ არიან და არც მათი საფლავები არაა.

- როგორ ფიქრობ, ნატაშკასა და სანდრექსას ურთიერთობა როგორ შეიძლება გაგრძელდეს?

- ეს ურთიერთობა თავიდანვე განწირული იყო და მგონია, რომ კარგი არაფერი მოხდება. სცენარი წინასწარ არ ვიცით, მაგრამ მგონია, ჰეფი ენდი ამ ურთიერთობას არ ექნება. ქმარი ციხეშია, რომელიც შეიძლება, ციხიდან გამოვიდეს. არ ვიცი, რა მოხდება, მაგრამ გული კარგს არაფერს მიგრძნობს.

- ბაბულიკები ბევრს უყვარს და მოსწონს. შენ კი ამბობ, რომ პოპულარობა არ გხიბლავს.

- ამ სერიალის რეიტინგში დიდი წვლილი ბაბულიკებს მიუძღვით. სიტყვა ბაბულიკები კი არსებობდა მანამდეც, მაგრამ ამ სერიალმა ის გააკეთა, რომ ქართულ ლექსიკონში დაფუძნდა. ბებიაჩემმაც კი ვიღაცას ბაბულიკი შეიძლება დაუძახოს. პატარა ბავშვსაც კი სიტყვა ბაბულიკის გაგონებისას ჩემი ბიჭები გაახსენდება, თუმცა მე ხომ მსახიობობასთან არანაირი შეხება არ მაქვს. ჩემს გეგმებში არასდროს ყოფილა მსახიობობა.

- ახალი როლი რომ შემოგთავაზონ, არ დათანხმდები?

- მსახიობობა არ მისწავლია, იურისტი ვარ. სარეკლამო სააგენტოში ვმუშაობ, ვწერ და მსახიობობისგან ძალიან შორს ვარ. ვერც კი ვუშვებ, რომ შეიძლება, კიდევ მქონდეს შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! რომელიმე პროექტში.

- ამ დროის განმავლობაში არაფერი შემოუთავაზებიათ?

- არა. თუმცა ''ყარაბაღის'' სამივე ფილმში ვითამაშე. ფილმში გადაღება აბსულუტურად სხვა რამეა. მაშინ ძალიან გამოუცდელი ვიყავი. ახლა რომ ვფიქრობ, ვინმემ რომ ფილმში გადამიღოს, ძალიან მაგრად ვითამაშებ და არ დავიძაბები. მაშინ ძალიან ვნერვიულობდი, კამერის წინ რომ ვდგებოდი. ახლა ეს მომენტი საერთოდ აღარ მაწუხებს. კვირაში რამდენიმე დღე გადაღებები მაქვს, მაგრამ ჩემს თავს მსახიობ ტიპად ვერ აღვიქვამ.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება