რუსეთთან მიერთებას დნესტრისპირეთიც ითხოვს

რუსეთთან მიერთებას დნესტრისპირეთიც ითხოვს

რუსეთთან მიერთებას დნესტრისპირეთიც ითხოვს. არაღიარებული რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სპიკერმა, მიხეილ ბურლამ რუსეთის სათათბიროს სპიკერ სერგეი ნარიშკინს წერილობთ მიმართა, სადაც ითხოვს, რუსეთის კანონდებლობაში გაითვალისწინონ შესაძლებლობა, რომლის მიხედვითაც, დნესტრისპირეთი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლას შეძლებს.

რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, აღნიშნული მიმართვა იმ კანონპროექტის გამოძახილია, რომელიც რუსეთთან გამარტივებული წესით ახალი სუბიექტების, მათ შორის ყირიმის მიერთებას გულისხმობს.

ამასთან, როგორც არაღიარებული რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სპიკერმა ბურლამ აღნიშნა, ეს კანონპროექტი მხოლოდ ყირიმის მიერთების შესაძლებლობას იძლევა, დნესტრისპირეთის კი - არა.

მიხეილ ბურლას აზრით, დნესტრისპირეთში ვითარება მას შემდეგ შეიძლება გართულდეს, რაც მოლდოვა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.

დნესტრისპირეთის რუსეთთან მიერთების საკითხზე რეფერენდუმი 2006 წელს გაიმართა. რეფერენდუმის მონაწილეთა 97,2%-მა რუსეთთან მიერთებას დაუჭირა მხარი. დნესტრისპირეთში რუსეთის 200 000 მოქალაქე ცხოვრობს და სახელმწიფო ენადაც რუსულია გამოცხადებული.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა