ვლადიმერ პუტინი - სწორი იქნება თუ ყირიმში 3 ოფიციალური ენა - რუსული, უკრაინული და ყირიმულ-თათრული იქნება

ვლადიმერ პუტინი - სწორი იქნება თუ ყირიმში 3 ოფიციალური ენა - რუსული, უკრაინული და ყირიმულ-თათრული იქნება

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ ყირიმელი თათრების სრული რეაბილიტაცია უნდა მოხდეს. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა რუსეთის დუმას დეპუტატების და სათათბიროს წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, იყო პერიოდი, როდესაც ყირიმელი თათრების, ისევე როგორც სსრკ-ს ყოფილი ქვეყნების მოსახლოების წინააღმდეგ სასტიკი უსამართლობა მოხდა და რეპრესიების შედეგად მილიონობით სხვადასხვა ეროვნების ადამიანი დაზარალდა.

"ყირიმელი თათრები დაუბრუნდნენ თავიანთ მიწას. მივიჩნევ, რომ მიღებული უნდა იყოს ყველა აუცილებელი პოლიტიკური და საკანონმდებლო გადაწყვეტილება, რომელიც ყირიმელი თათრების რეაბილიტაციის პროცესს დაასრულებს. გადაწყვეტილება, რომელიც მათ დაუბრუნებს ყველა უფლებას და კეთილ სახელს, სრული მოცულობით. ჩვენ პატივისცემით ვეკიდებით ყველა ეროვნების ადამიანს, რომელიც ყირიმში ცხოვრობს. ეს მათი საერთო სახლია. მიმაჩნია, რომ სწორი იქნება თუ ყირიმში 3 ოფიციალური ენა - რუსული, უკრაინული და ყირიმულ-თათრული იქნება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა