"საბა კაცურად დამიდგა გვერდით" - ნანუკა ჟორჟოლიანი პროკურორებთან ვაჟის შეხვედრას იხსენებს

"საბა კაცურად დამიდგა გვერდით" - ნანუკა ჟორჟოლიანი პროკურორებთან ვაჟის შეხვედრას იხსენებს

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ერეკლე კოდუასთვის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით პროკურორების სტუმრობას იხსენებს.

"ამ საგიჟეთში დამავიწყდა ამბის მოყოლა. სახლში მოსულ პროკურორებს (რომლებიც სხვათაშორის ძალიან თავაზიანები იყვნენ) საბა შემოესწრო ეზოდან:) მაშინვე იცნო უბნის ინსპექტორი, რომელსაც კაცურად მიესალმა:) იმათმაც ხელი ჩამოართვეს და დაძაბულობა რომ მოეხსნათ, საბასთან დიალოგში შევიდნენ:) ნუ, დადგა ტრადიციული კითხვის დრო, რომ გაიზრდები რა უნდა გამოხვიდეო:) საბამ პროკურორს გახედა და დამაჯერებლად უპასუხა, პოლიციელი ოღონდ ამერიკაშიო:) ბუნებრივია ამ პასუხს ღიმილი მოჰყვა. ამ დიალოგმა დაძაბულობა ცოტა შეამსუბუქა:) მოკლედ გუშინ საბა კაცურად დამიდგა გვერდით:)", - წერს ჟორჟოლიანი.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსან ერეკლე კოდუას ბრალი წაუყენა.

როგორც უწყებაში გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე აღინიშნა, კოდუასთვის ბრალის წარდგენა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის ფაქტზე მოხდა.

იხილეთ ასევე: ნანუკა ჟორჟოლიანის პირველი კომენტარი ირაკლი კოდუას ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით

ერეკლე კოდუას პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს