"კავკაზცენტრი" - დოკუ უმაროვი გარდაცვლილია

"კავკაზცენტრი" - დოკუ უმაროვი გარდაცვლილია

ინტერნეტგამოცემა "კავკაზცენტრი" იუწყება, რომ დოკუ უმაროვი გარდაცვლილია. გამოქვეყნებულ ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი მისი გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით, თუმცა, აღნიშნულია, რომ ის მოწამეობრივი სიკვდილით გარდაიცვალა და მოყვანილია მისი ბიოგრაფიის შესახებ ინფორმაცია ბოლო 20 წლის განმავლობაში.

გამოცემა ასახელებს მისი შემცვლელის ვინაობასაც. ეს არის ალი აბუ მაჰამადი.

უმაროვი ჩეჩენი სეპარატისტების ლიდერი 2006 წელს გახდა და ამ დრომდე რუსეთის ხელისუფლებამ უმროვის გარდაცვალების შესახებ არაერთხელ განაცხადა.

თუმცა, "კავკაზცენტრი" ჩეჩენი სეპარატისტების კუთვნილ ინტერნეტგამოცემად მიიჩნევა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა