სოფო ბედიას საქმრო გაბრაზებულია - ასე ადამიანი არ უნდა გაეწირათ...

სოფო ბედიას საქმრო გაბრაზებულია - ასე ადამიანი არ უნდა გაეწირათ...

''ორი ვარსკვლავის'' პირველი საკონკურსო ტური სოფო ბედიამ და მამუკა ლომაშვილის წყვილმა დატოვა. ბევრის აზრით, მათი პროექტიდან წასვლა უსამართლობა იყო და ამას ''ორი ვარსკვლავის'' ''ფეისბუქის'' გვერდზეც წერდნენ. კომენტარისთვის სოფო ბედიას საქმროს მიშა მესხს ვესაუბრეთ.

- მიშა, ესწრებოდი ''ორი ვარსკვლავის'' კონცერტს?

- რა თქმა უნდა, ორივე კონცერტს დავესწარი.

- ელოდით, რომ სოფო და მამუკა ასე მალე დატოვებდნენ კონკურსს?

- ნამდვილად არ ველოდი. ზოგადად ვფიქრობდი, რომ მათ პროექტის მოგება შეეძლოთ, მაგრამ ეს კონკურსია და ხან ძლიერი ვარდება, ხან სუსტი. არ მინდა, დავკონკრეტდე და ვთქვა, ვინ ძლიერი მონაწილეა და ვინ სუსტი, მაგრამ მგონია, რომ სოფომ და მამუკამ უსამართლოდ დატოვეს შოუ.

- თქვენი აზრით, ჟიურიმ დაჩაგრა სოფო და მამუკა?

- ძალიან დაბალი ქულები დაწერეს. პრინციპში სოფო ბედიასთვის ექვსიანი არავის დაუწერია. ესაა ვარსკვლავების კონკურსი, მაგრამ მსახიობს ვერ მოსთხოვ, რომ მომღერლის დონეზე იმღეროს. ვფიქრობ, ასე ადამიანი არ უნდა გაეწირათ. ეს ჩემი სუბიექტური აზრია და ვფიქრობ, ყველას შეუძლია, თავისი აზრი გამოთქვას. არ იფიქროთ, რომ სოფოს საქმრო რადგან ვარ და მას ვგულშემატკივრობდი და ასე იმიტომ ვფიქრობ. ყველა ლაპარაკობს და კომენტარებს წერენ, რომ მათი გავარდნა უსამართლობა იყო. მაგრამ რა ვქნათ. ასეთია კონკურსის მონაწილის ბედი.

- ფიქრობთ, რომ ჟიურის წევრებს მაღალი ქულები რომ დაეწერათ, ისინი პროექტში დარჩებოდნენ?

- ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი შეცდომა იყო რომ პირველ ტურში ქულებით წაახალისეს.

იხილეთ ვრცლად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება