სერგეი აქსიონოვი - უკრაინის ვიცე-პრემიერს და თავდაცვის მინისტრს ყირიმში არ შემოვუშვებთ

სერგეი აქსიონოვი - უკრაინის ვიცე-პრემიერს და თავდაცვის მინისტრს ყირიმში არ შემოვუშვებთ

უკრაინის პირველ ვიცე-პრემიერს ვიტალი იარემას და უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ იგორ ტენიუხს ყირიმში არ შემოვუშვებთ. ამის შესახებ ყირიმის პრემიერ-მინისტრმა სერგეი აქსიონოვმა განაცხადა.

"ყირიმში მათ არ ელოდებიან. ყირიმში მათ არავინ შემოუშვებს და უკან გააბრუნებენ", - ციტირებს აქსიონოვის კომენტარს "ინტერფაქს უკრაინა".

ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა საგანგებო დავალება მისცა უკრაინის პირველ ვიცე-პრემიერსა და ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, გაემგზავრონ ყირიმში კრიზისის დარეგულირებისა და კონფლიქტის დეესკალაციის მიზნით და არ დაუშვან, რომ ვითარება სამხედრო კონფლიქტში გადაიზარდოს.

გავრცელებული ინფორმაციით, ვიტალი იარემა და იგორ ტენიუხი უკვე გაემგზავრნენ ყირიმში.

მომზადებულია www.interfax.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა