ნატო არ ცნობს რუსეთის შემადგენლობაში ყირიმის მიერთებას

ნატო არ ცნობს რუსეთის შემადგენლობაში ყირიმის მიერთებას

ნატო არ ცნობს რუსეთის შემადგენლობაში ყირიმის მიერთებას. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა.

ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, ის გმობს რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას ყირიმის რუსეთის ფედერაციაში მიერთების თაობაზე.

"რუსეთმა უგულებელყო ყველა მოწოდება, დაეხია უკან საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად და აგრძელებს სახიფათო გზაზე დაშვებას. რუსეთი აგრძელებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, ასევე საერთაშორისო ვალდებულებების უხეშ დარღვევას. ვერანაირი გამართლება ვერ ექნება რუსეთის ქმედებების ამ კურსს, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს რუსეთის საერთაშორისო იზოლაციას. ყირიმის ანექსია არაკანონიერი და არალეგიტიმურია და ნატო-ს მოკავშირეები მას არ აღიარებენ", - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

ამასთან, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მწუხარება გამოთქვა, გუშინ დაღუპული უკრაინელი ოფიცრის გამო. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ თავშეკავება გამოიჩინოს და გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი მომავალი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.

ამასთან, გუშინ მოსკოვში ხელი მოეწერა რუსეთსა და ყირიმს შორის შეთანხმებას ყირიმის რესპუბლიკის რუსეთის შემადგენლობაში მიღების თაობაზე.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა