სევასტოპოლში უკრაინის ფლოტის შტაბის შტურმი დასრულდა

სევასტოპოლში უკრაინის ფლოტის შტაბის შტურმი დასრულდა

სევასტოპოლში უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების შტაბის შტურმი დასრულდა. ამ დროისთვის უწყებას და მის ტერიტორიას რუსი სამხედროები, ფაქტობრივად, სრულად აკონტროლებენ. ვითარება დილიდანვე, მას შემდეგ დაიძაბა, რაც შტაბის ჭიშკართან სამხედრო მოსამსახურეების მშობლებმა მიტინგი გამართეს და უკრაინელ ჯარისკაცებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდეს.

ამის შემდეგ ხალხის ნაწილი სამხედრო შტაბის ტერიტორიაზე შეჭრას ცდილობდა. კაზაკებმა და სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა შეიარაღებულმა პირებმა ჭიშკარი შეამტვრიეს და უკრაინის დროშები რუსეთის დროშებით ჩაანაცვლეს.

შტაბის შენობაში შეჭრილმა შეიარაღებულმა პირებმა მოლაპარაკებების გამართვა სცადეს. მათში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდალი, ვიცე-ადმირალი ალექსანდრე ვიტკო და მისი უკრაინელი კოლეგა, კონტრ-ადმირალი სერგეი გაიდუკოვი მონაწილეობდნენ.

უშედეგოდ დასრულებული მოლაპარაკებების შემდეგ, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა შტაბის შენობიდან საოფისე აღჭურვილობისა და საიდუმლო დოკუმენტაციით სავსე სეიფების გამოტანა დაიწყეს.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ military-informant.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა