გიორგი გაბუნია - ''X ფაქტორის'' ჟიურის ცინიკური წევრი

გიორგი გაბუნია - ''X ფაქტორის'' ჟიურის ცინიკური წევრი

მართალია, ''X ფაქტორის'' ჟიურის შემადგენლობა ამ დრომდე უცნობია და შემოქმედებითი ჯგუფი მკაცრად ასაიდუმლოებს მათ ვინაობას, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ჟიურის ერთ-ერთი წევრი, ჟურნალისტი გიორგი გაბუნია იქნება.

შოუ აპრილში იწყება და მაყურებლის დიდი ნაწილი მოუთმენლად ელოდება ამჯერად რას შემოგვთავაზებს ''რუსთავი 2''. გიორგი გაბუნია პრესას მაინცდამაინც არ სწყალობს, მაგრამ ამ სიახლის შესახებ რომ დავურეკეთ, კითხვებზე სიამოვნებით გვიპასუხა და თან დააყოლა, რომ პირველი მერცხალია რეიტინგი, რომელმაც ამ თემაზე დაურეკა.

- გიორგი, როგორ დაგითანხმეს ჟიურიში დაჯდომაზე?

- ძალიან ადვილად დამითახმეს, რადგან ყოველთვის მქონდა სურვილი, რომ ამ ჯგუფთან ერთად მემუშავა. მანამდეც იყო გარკვეული მცდელობები, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო არ გამოვიდა. ახლა როდესაც შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მივიღე, მაშინვე დავთანხმდი. ამჯერად არანაირი დაბკროლება აღარ არსებობდა.

- შენთვის დამახასიათებელი ცინიზმი, ირონია - ამ თვისებებს თუ გამოიყენებ ჟიურის ამპლუაში, მკაცრი ჟიური იქნები

- რა თქმა უნდა, გამოვიყენებ, რადგან არ მგონია, ამ შემთხვევაში იმიჯზე ვიმუშაო შევეცდები ბუნებრივი ვიყო და ცინიზმი და ირონია ბუნებრივად მომდის. ''კურიერში'' და ''არჩევანში'' უფრო ხშირად მიწევს თავის შეკავება, მაგრამ ამ შემთხვევაში გააჩნია კონკურსანტები რამდენად მომცემენ ამის საბაბს.

- საკმაოდ სერიოზული სატელევიზიო იმიჯი გაქვს, თუ არსებობს ბეწვის ხიდი, რასაც ამ კონკურსში ჟიურის ამპლუაში გადიხარ?

- რა თქმა უნდა, მაგრამ ეს საფრთხე არ არის, რადგან ''X ფაქტორში'' არც წამყვანი ვარ და არც კონკურსანტი, ჟიურიში ვზივარ. ჩვენთან ჟიურის წევრების არჩევაც ამ პრინციპით ხდება, ისინი ან მუსიკოსები არიან ან შეხება ჰქონიათ მუსიკალურ სამყაროსთან. მეც ძველი სამსახურიდან გამომდინარე მუსიკასთან უშუალო შეხება მქონდა.

იხილეთ სტატია სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება