უკრაინა კალათბურთში ევროპის 2015 წლის ჩემპიონატს აღარ უმასპინძლებს

უკრაინა კალათბურთში ევროპის 2015 წლის ჩემპიონატს აღარ უმასპინძლებს

უკრაინამ, ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური ვითარების გამო, კალათბურთში ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზე ოფიციალურად უარი განაცხადა, - ამის შესახებ განცხადება ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა მარკიან ლუბკივსკიმ გააკეთა. მისი თქმით, ტურნირის დათქმულ ვადებში მასპინძლობაზე უარის თქმის პირველ და უმთავრეს მიზეზად რუსეთის აგრესიაა.

"დღეს არსებული რთული ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარების ფონზე, წარმოუდგენელია ევრობასკეტი 2015-სთვის მომზადება. ასეთი მასშტაბური პროექტის სამზადისი რთული და ხანგრძლივი პროცესია, რაც უპირველესად სისტემურ დაგეგმარებასა და კომპლექსურ საორგანიზაციო ღონისძიებებს მოიცავს. ასეთი პროექტების განხორციელებას წლობით სამზადისი და ათასობით ადამიანის ძალისხმევა სჭირდება. პირველი და უმთავრესი ფაქტორი რუსეთის აგრესიაა უკრაინის მიმართ, რამაც ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში არასტაბილურობა გამოიწვია", - აქვეყნებს ლუბკივსკის კომენტარს ადგილობრივი პორტალი "სპორტ სეგოდნია".

საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელის თქმით, ახლა ქვეყანას ისღა დარჩენია, თხოვნით მიმართოს ფიბა-ევროპას, რათა ევრობასკეტი 2015-ის ჩატარების უფლება სხვა რომელიმე, ერთ ან რამდენიმე ევროპულ ქვეყანას მისცეს, ხოლო უკრაინას ევრობასკეტი 2017-ის მასპინძლობის უფლება მისცეს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა