სოზარ სუბარის ყოფილი მრჩეველი ლალი მოროშკინა თეა სიჭინავას გადაცემაში ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ გამოსვლას აფასებს და წერს, რომ ივანიშვილის განცხადებები "ნაციონალური მოძრაობის" "ამოსაძირკვად" ბრძოლის დაწყების მომასწავლებელია.
"გუშინდელი ტელე-ეთერით ჩემთვის აბსოლიტურად ნათელი გახდა ის, რომ ქვეყანაში სერიოზული ბრძოლა იწყება ნაც. ბანდის ამოსაძირკვად. აგიხსნით რატომ:
1. როდესაც სამოქალაქო სექტორში გადასული ბიძინა ივანიშვილი აკრიტიკებს მისივე ხელდასმით არჩეულ პრეზიდენტს, აქ მესიჯი ნათელია:"бей своих чтоб чужие молчали", ანუ თუ მე ვაკრიტიკებ ჩემს მოკეთეს, მაშინ რას ვუზამ ჩემს მტერს?
2.ორპოლუსიანი მმართველობის შემოტანა"разделяй и властвуй" "დაშალე და იბატონე"
3. და ბოლოს მთავარი მესიჯი მინისტრებს: "შეუცვლელები არ ხართ!"
ჩემი რესპექები ბატონ ბიძინას! მოკლედ და ლაკონურად!", - წერს მოროშკინა.
შეგახსენებთ, გუშინ თეა სიჭინავას თოქ-შოუში "პოლიტიკის დრო" სამოქალაქო სექტორში გადასულმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მოქმედი პრეზიდენტის მისამართით კრიტიკული განცხადებები გააკეთა.
იხილეთ ასევე: ბიძინა ივანიშვილი გიორგი მარგველაშვილთან დაპირისპირებაზე საჯაროდ ალაპარაკდა
"ბიძინას კრიტიკა ჩემთვის მტკივნეულია" - პრეზიდენტი მარგველაშვილი ივანიშვილის საჯარო კრიტიკაზე