როგორი პიჯაკებია თბილისში მოდური

როგორი პიჯაკებია თბილისში მოდური

დიზაინერ ლიკუნა ჩიტაიას პროფესია ბავშვობიდან ჰქონდა არჩეული. სამხატვრო აკადემიაში მეოთხე კურსზე სწავლობდა, როცა მოდის სახლ "მატერიაში" დაიწყო მუშაობა და უკვე 9 წელია, იქ მუშაობს. განვლილმა დრომ დაუგროვა გამოცდილება, მიიღო პრაქტიკა და ამის შემდეგ დაიწყო მუშაობა პატარა კოლექციებზე, რასაც მოჰყვა სეზონური კოლექციები და მოდის კვირეულები.

- ლიკა, ახალ კოლექციაზე თუ მუშაობ?

- ამჟამად კოლექციის იდეებს ვამუშავებ, ვარჩევ ქსოვილებს. ახალი ნამუშევრების შექმნისას ყოველთვის ვცდილობ, რაიმე ისეთი დეტალი შევიტანო, რაც კოსტიუმს საინტერესოს და კომერციულს გახდის. ზოგადად, მიყვარს მუქი ფერები, განსაკუთრებით - შავი, რადგან ასეთი ტონალობის სადა ქსოვილის ხარჯზე უფრო მეტად ჩანს კონსტრუქცია და დეტალები. ამ სეზონზე ბევრ შავს ვიყენებ, ოღონდ განსხვავებულ ფაქტურებს. მაგალითად, შავი აბრეშუმისა და ტყავის კომბინაცია ვიზუალურად კარგად გამოიყურება, ამასთანავე პრაქტიკულიცაა. ჩემი აზრით, ტანსაცმელი პირველ რიგში უნდა იყოს პრაქტიკული, არა აქვს მნიშვნელობა, ეს საღამოს სამოსი იქნება თუ ყოველდღიური.

- რას გვეტყვით გაზაფხული-ზაფხულის ტენდენციებზე.…

- წლევანდელ გაზაფხული-ზაფხულის მოდაზე გავლენას ახდენს 90-იანი წლები. ფერების თვალსაზრისით აქტუალური იქნება შავი, მეტალის ტონები - ვერცხლისფერი, ოქროსფერი, მდგრადი ქსოვილებისგან შექმნილი სამოსი ქალური სილუეტით, მაღალწელიანი შარვალი და ქვედაბოლო.

- რამდენად აქტუალურია მამაკაცური დეტალების შეტანა ქალის სამოსში და როგორ, რა გზით შეიძლება ამის მოხერხება?

- პირადად მე ყოველთვის მომწონს და ვიყენებ მამაკაცურ დეტალებს კოსტიუმში, ყოველთვის აქტუალურია თუნდაც კლასიკური შარვლისა და მამაკაცური ჟილეტის შეხამება, ან თხელ აბრეშუმის კაბაზე პიჯაკის შემოცმა.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება