უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით, ბალტიისპირეთი თავდაცვით ხარჯებს ზრდის

უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით, ბალტიისპირეთი თავდაცვით ხარჯებს ზრდის

ყირიმსა და ზოგადად, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა თავდაცვითი ბიუჯეტის გაზრდა გადაწყვიტეს. ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ურმას რეინსლაუმ 2014 წლის შესყიდვების პაკეტი მოიწონა. მის ფარგლებში 2014-2022 წლებში, 111 მლნ ევროს საერთო ღირებულების სამხედრო აღჭურვილობის შესყიდვა იგეგმება.

თანხების ძირითადი ნაწილი ტექნიკის განახლებას და სათადარიგო ნაწილების შეძენას მოხმარდება, რაზეც თითქმის 45 მლნ ევროა გამოყოფილი. ამავე თანხით შეიძენენ ჭურვებს, საკავშირო და ღამის ხედვის აპარატურას, სატვირთო ავტომობილებს, ეკიპირებასა და ჯავშანჟილეტებს.

ყველაზე დიდი ხარჯები "გრაუნდ მასტერ 403"-ის ტიპის რადარებს (6 მლნ ევრო თითო) და XA-188-ის ტიპის ფინურ ჯავშატრანსპორტიორების შეძენას მოხმარდება. ამავდროულად თითქმის 14 მლნ ევრო გამოიყოფა უკვე მიმდინარე წელს, ჯავშანსატანკო პარკის სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოსაყვანად.

ესტონეთის პრალელურად, ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებაზე ლიტვამაც დაიწყო ფიქრი, რომელსაც მოწინააღმდეგის საჰაერო შემოტევებისგან, დაცვის თითქმის არანაირი საშუალება არ აქვს. ამ დასკვნამდე ლიტველი ექსპერტები, ქვეყნის პრეზიდენტის მიერ "ზოკნაის" ავიაბაზის სტუმრობის შემდეგ მივიდნენ. ვიზიტის დროს ფართო საზოგადოებას ლიტვის "მთელი საჰაერო არმადა" - ხუთი სატრასნპორტო და 1 სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავი და 9 შვეულფმრენი, წარუდგინეს. ნანახმა თავად პრეზიდენტი გააოგნა.

ბალტიისპირეთის ქვეყნების მცდელობის მიუხედავად, მათი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის უზრუნველყოფას NATO-ს ძალები ოპერაცია Operation Baltic Air Policing-ის ფარგლებში უზრუნველყოფენ. 2004 წლიდან მოყოლებული, როტაციული პრინციპით, ბალტიისპირეთის თავზე, ცას ალიანსის წევრი ქვეყნები რიგ-რიგობით აკონტროლებენ.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ქვეყნის ხელმძღვანელობის თხოვნით, აშშ-მა ლიტვაში 6 გამანადგურებელი F-15 და ორი მფრინავი ტანკერი KC-135 გადაისროლა. ამავდროულად, ლიტვურმა მხარემ ვაშინგტონს, საკუთარ ტერიტორიაზე Patriot-ის ტიპის საზენიტო კომპლექსების განთავსების თხოვნით მიმართა.

არაა გასაკვირი, რომ ბელორუსში, რუსეთის საავიაციო დაჯგუფების ზრდის ფონზე, ლიტვის ხელისუფლება, საპასუხო ნაბიჯების გადადგმას ცდილობს.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ military-informant.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა