ისრაელი ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმისთვის ემზადება

ისრაელი ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმისთვის ემზადება

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, მოშე იაალონმა განკარგულება გასცეს, ისრაელის სამხედროებმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმის შესაძლო განხორციელებასთან დაკავშირებით მომზადება გააგრძელონ, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

"თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ არმიაში მოვიდა ქვეყნის მეთაურთა მკვეთრი მითითება - გაგრძელდეს მომზადება ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმის განხორციელების შესახებ, იმის მიუხედავად, რომ ირანსა და დასავლეთს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს", - წერს გამოცემა "ჰაარეცი" ისრაელის პარლამენტის რამდენიმე წევრზე დაყრდნობით.

გამოცემის ინფორმაციით, ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება 2,89 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ ირანზე შესაძლო დარტყმასთან დაკავშირებით.

მმზადებული Independent-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა