უკრაინა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთთან, ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავს

უკრაინა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთთან, ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავს

უახლოეს მომავალში უკრაინა საკუთარ ტერიტორიაზე ამერიკული და დიდი ბრიტანეთის მონაწილეობით, სამხედრო სწავლებების ჩატარებას გეგმავს. განცხადება ამის შესახებ, ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე ნაციონალური უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ანდრეი პატრუბიიმ გააკეთა.

"სწავლებების გეგმა უკვე შემუშავებულია. ასევე გაწერილია მასში მონაწილე პირადი შემადგენლობის და სამხედრო ტექნიკის ოდენობაც", - განაცხადა პატრუბიიმ. მისივე თქმით, ამჟამად მხარეებს შორის ტექნიკური წვრილმანების დაზუსტება მიმდინარეობს.

ამავდროულად, უკრაინის თითქმის ყველა სამხედრო პოლიგონზე, საბრძოლო პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებული სამხედრო სწავლებები უკვე მიმდინარეობს. მათში უკრაინის არმიის პრაქტიკულად ყველა ქვედანაყოფია ჩართული. ყირიმის გარშემო მიმდინარე მოვლენების ფონზე, კიევი საკუთარი არმიის რეაბილიტაციას და სხვა ქვეყნებისთვის თავისი სამხედრო პოტენციალის ჩვენებას ცდილობს.

გავრცელებული ცნობებით, უკრაინა რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღებას და დსთ-ს დატოვებას აპირებს.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ 3mv.ru-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა