23 მარტს ბათუმის საზაფხულო თეატრში მომღერალ ბექა ბროლაძის სოლო კონცერტი გაიმართება.
"კონცერტზე შესრულდება ბექას ყველა ცნობილი სიმღერა, ასევე ის სიმღერები, რომლებიც მსმენელს ჯერ კიდევ "ვარსკვლავების აკადემიაში" ყოფნის პერიოდიდან ახსოვს", - ამის შესახებ კონცერტის ორგანიზატორმა უჩა ჟორდანიამ განაცხადა.
მისივე თქმით, კონცერტზე შესრულდება სპეციალურად ბექასთვის შექმნილი სიმღერები მაიკო კაჭკაჭიშვილის, ლილიკო ნემსაძისა და კაკი ბოლქვაძის ავტორობით.
გარდა ამისა, კონცერტის ორგანიზატორი უჩა ჟორდანია მსმენელს აუწყებს, რომ მათ საშუალება ექნებათ მოისმინონ ბექა ბროლაძის მიერ, "ვარსკვლავების აკადემიაში" შესრულებული მსოფლიო ჰიტების ქავერ–ვერსიები. ასევე, კონცერტზე მომღერლის 2 ახალი სიმღერის პრემიერა შედგება.