ჯონ მაკკეინი - პუტინი რომ სანქციებს მიწესებს, საამაყოა

ჯონ მაკკეინი - პუტინი რომ სანქციებს მიწესებს, საამაყოა

ვლადიმერ პუტინი რომ სანქციებს მიწესებს, საამაყოა, - ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა "ტვიტერში" დაწერა. ამით ის რუსეთის მიერ ამერიკელებისთვის დაწესებულ სანქციებს გამოეხმაურა.

"ჩემთვის საამაყოა პუტინის სანქციები. არასოდეს შევწყვეტ ძალისხმევას უკრაინის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, რომელიც ასევე მოიცავს ყირიმს" , - განაცხადა მაკკეინმა.

სენატორმა ირონიით აღნიშნა, რომ "რუსეთის მიერ სანქციების დაწესებით ვშიშობ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი საგაზაფხულო შვებულება ციმბირში გადაიდო, "გაზპრომის" აქციები დავკარგე და მოსკოვში ჩემი საიდუმლო საბანკო ანგარიშები დაყადაღებულია".

რუსეთი ამერიკის სანქციებს სანქციებითვე პასუხობს, რომელსაც ამერიკის კონგრესის წევრებსა და ოფიციალურ პირებს უწესებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ პირთა სია გამოაქვეყნა. სანქციები ვრცელდება შემდეგ პირებზე: ამერიკის პრეზიდენტის თანაშემწის მოადგილე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ქეროლაინ ატკინსონზე, ამერიკის პრეზიდენტის თანაშემწე დენიელ პფაიფერზე, ამერიკის პრეზიდენტის თანაშემწე ბენჯამინ როდეზე, ამერიკის კონგრესის სენატის უმრავლესობის ფრაქციის ლიდერ ჰარი რიდზე, ამერიკის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერ ჯონ ბეინერზე, სენატის საერთაშორისო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე რობერტ მენენდესზე, სენატორ მერი ლენრდიუზე, სენატორ ჯონ მაკკეინზე, სენატორ დენიელ კოუტსზე.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა