უკრაინის გენპროკურორი - სნაიპერები, რომლებიც მომიტინგეებს ესროდნენ, უკრაინის მოქალაქეები არიან

უკრაინის გენპროკურორი - სნაიპერები, რომლებიც მომიტინგეებს ესროდნენ, უკრაინის მოქალაქეები არიან

უკრაინის გენპროკურატურამ იმ სნაიპერების ვინაობა დაადგინა, რომლებიც ევრომაიდანის აქტივისტებს ესროდნენ. ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ოლეგ მახნიცკიმ განაცხადა.

"სნაიპერების ვინაობა დადგენილია, თუმცა მათი ვინაობის დასახელება არ შემიძლია" , - განაცხადა მახნიცკიმ და აქვე აღნიშნა, რომ ყველა ამოცნობილი პირი უკრაინის მოქალაქეა.

როგორც ცნობილია, 20 თებერვალს, ჟურნალისტებმა კიევის ცენტრში მყოფ შეირაღებულ პირებს, რომლებიც მომიტინგეების მისამართით ისროდნენ, ფოტოები გადაუღეს. სნაიპერები ამ დღეს მინისტრთა კაბინეტის შენობასთან, სასტუმრო "უკრაინასთან", ინსტიტუტსკის და ბანკოვსკის ქუჩებზე იმყოფებოდნენ. მხოლოდ ამ დღეს კიევში 39 ადამიანი დაიღუპა. სულ კი ქვეყანაში არეულობებს 103 ადამიანი ემსხვერპლა.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა