იტალიური სპორტული გაზეთის, "გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, მიხაელ შუმახერმა, რომელიც დეკემბრის ბოლოს თხილამურებით სრიალის დროს დაეცა და ისევ კომაშია, წონაში ძალიან დაიკლო.
იტალიელი ჟურნალისტები სანდო წყაროზე დაყრდნობით წერენ, რომ 45 წლის შუმახერის წონა ახლა მხოლოდ 55 კილოგრამია, რაც იმას ნიშნავს, რომ 1,74 მეტრი სიმაღლის მქონე შუმიმ ამ ხნის განმავლობაში 20 კილოგრამი დაიკლო.
ცნობილია, რომ მერიბელის სათხილამურო ტრასაზე ტვინისა და თავის ქალის მძიმე დაზიანებების მიღებამდე შუმახერი 75 კილოგრამს იწონიდა.
ასევე დაგაინტერესებთ:
ოჯახის წევრების განცხადება შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ