"2008 წლის ომის შემდეგ სააკაშვილი არ მინახავს და არ მისაუბრია"

"2008 წლის ომის შემდეგ სააკაშვილი არ მინახავს და არ მისაუბრია"

31 მარტს თავისუფალ თეატრს 13 წელი უსრულდება და მე-14 სეზონს იწყებს. ამ დღეს ტრადიციულად თეატრის მსახიობები ე.წ. "კაპუსტინიკს" დგამენ, სადაც იუმორით აჯამებენ მიმდინარე წლის ნამუშევრებს. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო თეატრის მმართველ და თავისუფალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ რეჟისორ ავთო ვარსიმაშვილს ამ და სხვა მიმდინარე მოვლენებზე სასაუბროდ თავისუფალი თეატრის სტამბოლის ფესტივალზე გამგზავრებამდე ვეწვიეთ, სადაც მაყურებლის წინაშე "მექანიკური ფორთოხლით" უნდა წარმდგარიყვნენ...

- ბატონო ავთო, ამ წლების განმავლობაში სულ ანშლაგები გაქვთ. როგორ ფიქრობთ, ეს სპექტაკლების, ანუ რეპერტუარის დამსახურებაა თუ იმის, რომ მცირერიცხოვანი დარბაზი გაქვთ?

- არა, მცირე დარბაზის თვალსაზრისით არ უნდა ვიმსჯელოთ. ყოველწლიურად ჩვენ გვყავს 30-35 ათასი მაყურებელი, რაც დიდი თეატრებისთვისაც საკმაოდ მნიშვნელოვანი რიცხვია. თუ სტატისტიკას მივმართავთ, მარჯანიშვილის ან რუსთაველის თეატრებიც ამ რაოდენობის მაყურებელს წარმოუდგენენ სპექტაკლებს. ჩვენ ვთამაშობთ ყოველდღიურად, ორშაბათის გარდა, და ამხელა რიცხვს ვაღწევთ. ხშირად გავდივართ რეგიონებში, სადაც დიდ დარბაზებსაც ვავსებთ. რა თქმა უნდა, ეს თეატრის დამსახურებაა, რომელიც პირველივე დღიდანვე შეიყვარა მაყურებელმა.

- ფიქრობთ, რომ თქვენი ფილმები ისეთივე წარმატებულია, როგორიც სპექტაკლები?

- იცით, რა, წარმატება ორი თვალსაზრისით შეიძლება განვიხილოთ - მაყურებლის ყურებადობის კუთხით და თავად შენ მოგწონს ისინი თუ არა. რა თქმა უნდა, არც ერთ ჩემს ფილმს ჩემს არც ერთ სპექტაკლს არ შევადარებ. მე თეატრის რეჟისორი ვარ და საკმაოდ ირონიულად ვუყურებ ჩემს კინონამუშევრებს. სულ არ ვფიქრობ, რომ ისინი ისეთია, სერიოზულ კინოფორუმებზე წარდგე ანდა გქონდეს რამე პრეტენზია მაღალ კინოხელოვნებაზე. ჩემი სპექტაკლებით კი მიმაჩნია, რომ მაქვს გარკვეული პრეტენზია, მაღალ ხელოვნებაზე ვილაპარაკო. მეტსაც გეტყვი, მე არასოდეს მიწოდებია საკუთარი თავისთვის კინორეჟისორი.

- თუმცა, მაინც იღებთ ფილმებს...

- ვიღებ, მაგრამ სულ ვამბობ, რომ ვარ თეატრის რეჟისორი, რომელიც ხანდახან იღებს ფილმებს იმისათვის, რომ საკუთარ მსახიობებს პოპულარიზაცია გაუწიოს. ამიტომაა, რომ ჩემს ფილმებში 98% მხოლოდ ჩემი თეატრის მსახიობები არიან.

- "სახლი, რომელიც ფანჯრიდან გაიპარა" ბოლო ფილმია, აქაც იგივე პრინციპი გქონდათ?

- რა თქმა უნდა, იქაც იგივე პრინციპი იყო, უბრალოდ, იქ დაემატნენ ნინო ანანიაშვილი და ნინო ქათამაძე, რადგან ასეთები თეატრში არ მყავდა და ისინი მოვიწვიე. დანარჩენი ჩემი მსახიობები არიან, ეს მათთვის გავაკეთე.

- დაარსების დღიდან თავისუფალ თეატრს არ აქვს სახელმწიფო დაფინანსება. კულტურის სამინისტროს ამჟამინდელ წარმომადგენლებთან ამ თემაზე თუ გისაუბრიათ?

- კი, როგორ არა. მე 13 წლის განმავლობაში 3 ხელისუფლება გამოვიცვალე და სამივესთან მისაუბრია ამ თემაზე, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი სამინისტრო არ არის ისე შემდგარი, რომ მიიღონ დასავლური გამოცდილება. იქ კერძო თეატრს ხშირ შემთხვევაში უფრო მეტად ეხმარებიან, ვიდრე სახელმწიფო თეატრს. ჩვენთან იფარგლებიან მხოლოდ ერთჯერადი დახმარებით კონკრეტულ სპექტაკლზე, ან საგასტროლო მოგზაურობების დაფინანსებით. ასეთი შემთხვევები ჩვენს თეატრში ხშირად დაფინანსებულა და მადლობელი ვარ, მაგრამ მთლიანობაში რომ თეატრს ფინანსური თვალსაზრისით დაეხმარონ, სამწუხაროდ, ეს არ ხდება. ამას არც დღევანდელი კანონმდებლობა ითვალისწინებს.

- 2012 წლიდან თქვენი მსახიობები ფონდ "ქართუდან" ფინანსურ დახმარებას იღებდნენ. დღესაც ასეა?

- დიახ, 25 ადამიანი იღებს.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება