პუტინმა ყირიმსა და სევასტოპოლში ტერიტორიული მართვის ორგანოების შექმნის განკარგულება გასცა

პუტინმა ყირიმსა და სევასტოპოლში ტერიტორიული მართვის ორგანოების შექმნის განკარგულება გასცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 29 მარტამდე ყირიმსა და სევასტოპოლში ტერიტორიული მართვის ორგანოების შექმნის განკარგულება გასცა. პუტინის შესაბამისი განკარგულება კრემლის ვებ-გვერდზე გამოქყვეყნდა.

ფედერალური სამინისტროებისა და უწყებების შექმნაზე პასუხისმგებლები რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, შს მინისტრი ვლადიმერ კოლოკოლცევი და ფედერალური უშიშროების ბიუროს ხელმძღვანელი ალექსანდრე ბორტნიკოვი არიან.

რუსეთის შემადგენლობაში ყირიმის შესვლის შეთანხმების რატიფიცირება რუსეთის ფედერაციის საბჭომ 21 მარტს მოახდინა.

ამასთან, რუსეთში აცხადებენ, რომ ყირიმში ეუთო-ს დამკვირვებლებს არ შეუშვებენ. როგორც ეუთო-ში რუსეთის წარმომადგენელმა, ანდრეი კელინმა განაცხადა, იმ მისიას, რომელიც უკრაინაში უნდა გაემგზავროს, ყირიმში მუშაობის მანდატი არ აქვს, რადგან ყირიმი უკვე რუსეთის შემადგენელი ნაწილი გახდა.

ეუთო უკრაინაში დამკვირვებელთა ფართომასშტაბიან რაოდენობას აგზავნის. ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, მისიაში 500-მდე სამოქალაქო დამკვირვებელი იქნება. ისინი უკრაინაში 6 თვის განმავლობაში დარჩებიან.

დამკვირვებელთა პირველი ნაწილი მუშაობას ხერსონის ოლქში, ოდესაში, ლვოვში, ივანო-ფრანკოვოში, დონეცკში, დნეპროპეტროვსკში და ლუგანსკში დაიწყებს. მთავარი ოფისი კი კიევში განთავსდება. საჭიროების შემთხვევაში, მისიის მუშაობის ვადები გაიზრდება.

მომზადებულია liga.net-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა