ენრიკე იგლესიასმა აღიარა, რომ ანა კურნიკოვას ცოლად არასოდეს მოიყვანს

ენრიკე იგლესიასმა აღიარა, რომ ანა კურნიკოვას ცოლად არასოდეს მოიყვანს

ცნობილმა ესპანელმა პოპვარსკვლავმა, ენრიკე იგლესიასმა თაყვანიმსცემლებისთვის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ კითხვას გასცა პასუხი. რატომ არ მოყავს ცოლად ანა კურნიკოვა - კითხვა, რომელიც დიდი ხანია წყვილის გულშემატკვირებს აწუხებთ, მომღერალს ერთ-ერთ ტელეშოუში დაუსვეს.

როგორც აღმოჩნდა, ენრიკე არათუ ახლო მომვალში, შორეულ პერსპექტივაშიც არ განიხილავს კურნიკოვასთან ქორწინებას.

"საერთოდ ქორწინების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ როცა ადამიანთან მრავალწლიანი თანაცხოვრება გაკავშირებს, არაფრის შეცვლა აღარ გინდა. ქორწინება არაფერს ახალს არ მოგვიტანს, ამაზე მეტად ვერც დაგვაახლოვებს და ვერც მეტად შეგვაყვარებს ერთმანეთს. ამიტომ ცოლ-ქმრობის აზრს ვერ ვხედავ", - განცხადა იგლესიასმა CBS Sunday Morning-ის პირდაპირ ეთერში.

ამის მიუხედავად ენრიკემ რუსი პარტნიორის მიმართ ამაღლებული სიტყვები არ დაიშურა. "ანა მთელს პლანეტაზე საუკეთესო ქალია და კმაყოფილი ვარ, მასთან ცხოვრების ბედნიერება რომ მაქვს.

ენრიკე იგლესიასი და ანა კურნიკოვა 12 წელია ერთად ცხოვრობენ. ყვითელ პრესაში მათი ნიშნობისა და ქორწინების შესახებ ინფორმაცია ბევრჯერ გავრცელებულა. ახლახან წყვილი ახალ ბინაში გადავიდა - მათ 9 მილიონ დოლარად შეიძინეს მიწის ნაკვეთი და 11 მილიონი სახლის მშენებლობაზე დახარჯეს.

მომზადებულია cbsnews.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება