უილიამ ჰეიგი ევროკავშირს რუსეთის საერთაშორისო ორგანიზაციებიდან გარიცხვას სთავაზობს

უილიამ ჰეიგი ევროკავშირს რუსეთის საერთაშორისო ორგანიზაციებიდან გარიცხვას სთავაზობს

უკრაინის კრიზისის გამო რუსეთს, შესაძლოა, ხანგრძლივი იზოლაცია და სტაგნაცია დაემუქროს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგიმ თავის სტატიაში დაწერა, რომელიც "Sunday Telegraph"-ში გამოქვეყნდა.

მანვე ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, მოსკოვის დაშინებების არ შეეშინდეთ. მინისტრის აზრით, დასავლეთმა უნდა მოიფიქროს რუსეთთან ურთიერთობის ახალი რეჟიმი, რომელიც იმ მიდგომისგან იქნება განსხვავებული, რომელიც უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში არსებობდა. აღნიშნული ახალი მიდგომა ითვალისწინებს "რუსეთის ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაციიდან გარიცხვას და ევროპაზე მისი გავლენის შესუსტებას".

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთს დაშინების ტაქტიკაში სდებს ბრალს, რომელიც დამახასიათებელია "სრულიად სხვა ეპოქისთვის". ამასთან, ჰეიგიმ აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი და მისი პარტნიორები არ აპირებენ შიშს აჰყვნენ.

"ყირიმის უკანონო ანექსია არის ტერიტორიის აღმაშფოთებელი დაპყრობა, ხოლო გამართული რეფერენდუმი იყო დემოკრატიის დაცინვა", - წერს ჰეიგი. მისი თქმით, საუბარია ევროპული უსაფრთხოებისთვის ყველაზე სერიოზული საფრთხის შესახებ.

მომზადებულია Sunday Telegraph-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა